აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაიძაბა -

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - "ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში"

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნამ მაუწყებელში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

მათი თქმით, მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს შორის ყოველდღიური კონფლიქტია.

"ამ მომენტში, აუცილებლობად მიგვაჩნია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, შესაძლოა, გადაიზარდოს უმართავ და უკონტროლო პროცესებში"- ვკითხულობთ ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებაში.

მათივე თქმით, არსებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახება თანამშრომლების ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობას. ისინი მოუწოდებენ ხელმძღვანელობას, რომ განმუხტონ სიტუაცია და მედიაციისთვის წინაპირობები შექმნან. გარდა ამისა, ალტერნატიული პროფკავშირი ითხოვს, რომ დროებითი დასტაბილურებისთვის პროცესში სახალხო დამცველი აპარატი ჩაერთოს

Katana . "ალტერნატიული პროფკავშირი ითხოვს, რომ დროებითი დასტაბილურებისთვის პროცესში სახალხო დამცველი აპარატი ჩაერთოს"
?
ეკა გიგაურის "გამჭვირვალობა" ხომ არ ჯობია?
5 წლის უკან