სოსო მანჯავიძე: არავინ არ საუბრობს, რამდენად მისაღები იქნება ასეთი ჭრა -კერვა საქართველოს მოსახლეობისათვის და რა საფრთხეების შემცველია ის

სოსო მანჯავიძე: არავინ არ საუბრობს, რამდენად მისაღები იქნება ასეთი ჭრა -კერვა საქართველოს მოსახლეობისათვის და რა საფრთხეების შემცველია ის

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

130 პროპორციული და 20 მაჟორიტარიო, რომ იძახიან . ეს 20 მაჟორიტარული ოლქი საერთოდ ახალ რეალობას რომ ქმნის -ეს ვითომ არაფერი.

ასე სწრაფად, ფაცხა-ფუცხით, უნდა შეაკოწიწონ ახალი საარჩევნო ოლქები ამ უპასუხისმგებლო და ისტერიული პოლიტიკუმის ფეხების ბაკუნის შიშით და ამათი მოსყიდული ლობისტების განცხადებების გამო.

დააკვირდით-არავინ არ საუბრობს, რამდენად მისაღები იქნება ასეთი ჭრა -კერვა საქართველოს მოსახლეობისათვის და რა საფრთხეების შემცველია ის.

ამათ წარმოდგენაში ქართველმა ხალხმა მორჩილად უნდა ხვრიპოს ის ბალანდა, რომელსაც ეს არავისგან არჩეული და არავისი ინტერესების გამხმოვანებელი ჯგუფი გადაწყვეტს, პოლიტიკურ პარტიებს რომ ეძახის თავს რატომღაც.

ამისთვის უნდათ სრულად პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. დაჯდებიან თბილისში თბილად და რასაც გადაწყვეტენ, ისე იქნება. ხალხი საერთოდ იქნება მოწყვეტილი ხელისუფლებას. შეხებასაც კი ვერ შეძლებს მასთან. არც არასოდეს უფიქრიათ, რომ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან ჰქონდეთ. ლეგიტიმაციას მუდმივად სხვაგან ეძებენ და ისე აერიათ გონება, ღიად ამბობენ ამას. ხალხიც ბატკნის მორჩილებით შესცქერის ამ უნიჭო და უზნეო სანახაობას. მეტიც, ბევრი შეეჩვია და ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს ამას. ძალიან ღრმა ფსკერზე ვართ.

Aburjga Tasmanieli აგერ ეს მოაზროვნე, ნიჭიერი და სამშობლოს ერთგული ადამიანიც იგივე აზრამდე მისულა! თან რა კარგად ჭეშმარიტი სიტყვის დიდოსტატობით გამოთქვა ის წუხილი და ობიექტურად უსაზღვრო უარყოფითი დამოკიდებულება რასასაც მე პირადად და ბევრი აქაური იუზერი წლების გამავლობაში გამოვთქვამდით პოლიტიკური პარტიების შესახებ. ბატონი მანჯავიძის ყველა წინადადება აფორიზმია. მაგრამ ამ გათავხედებული თავისი მტაცებლური ბუნებით კრიმინალური კლანებისშესახებ, რომლებიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ მათ ზრახვებზე ასე გარკვევით ჯერ არავის უთქვამს - "დააკვირდით-არავინ არ საუბრობს, რამდენად მისაღები იქნება ასეთი ჭრა -კერვა საქართველოს მოსახლეობისათვის და რა საფრთხეების შემცველია ის. ამათ წარმოდგენაში ქართველმა ხალხმა მორჩილად უნდა ხვრიპოს ის ბალანდა, რომელსაც ეს არავისგან არჩეული და არავისი ინტერესების გამხმოვანებელი ჯგუფი გადაწყვეტს, პოლიტიკურ პარტიებს რომ ეძახის თავს რატომღაც".
განგაშის დროა, საშინელი მოვლენების წინაშე ვდგევართ. "ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა" მოიწადინეს და უკანასკნელი ლახვარი უნდა ჩაგვცენ, იგივე ბოკერია -სააკაშვილ, თალაკვაძე-კობახიძის, ბურჯანაძე-ნათელაშვილის და სხვა ათობით პოლიტიკურინ ჭინკების ხელით! დაგვბომბეს იმათმა ემისრებმა კონგრესმენ -სენატორ - ევროდეპუტატებმა წერილებთ. აგერ გუშინწინ "ოქროს ურდო XXI საუკუნე" -დან კიდევ ერთი წერილი და მუქარა შემოგვითვალეს - ჩვენ რომ გეუბნებით ისე თუ არ მოიქცევით აგაოხრებთ!!! არც მეტი და არც ნაკლები, ასეთია ამ წერილების შინაარსი. თავის ზხრახვებს არც კი მალავენ. თავიანთი მტრული მოქმედებებით დიდი ხანია წააცილეს შაჰ აბასებს და თურქეთის სულთანებს. აქვე მათი პატარა ფაშისტური წარსულის მქონე გოშია ქვეყნებიც წკავწკავებენ და ღელავენ იმ საკითხზე როგორი სისტემით უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები?! აგერ ესტონეთის პრეზიდენტიც კი ჩვენს საარჩევნო სისტემაზე ზრუნვაში ღამეებს ათენებს?! მეშინია დარდს არ გადაყვნენ! ვკითხულობ გაკვირვებული ნუთუ ამ უნამუსოებს, ამ გადამთიელებს თავიანთ ქვეყნებში მეტი საქმე არაფერი აქვთ, რომ ბარით და ნიჩაბით მოგვდგნენ და მოთხრას გვიპირებენ?!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ქართული ოცნების წევრებს კობახიძეს, თალაკვაძეს, მდინარაძეს და სხვებსაც ვინც მათთან მოიაზრებთ თავს მოგმართავთ იქონიეთ ვაჟკაცობა, თუ პოლიტიკოსები ხართ პოლიტიკური ნება! მტკიცედ უთხარით დასავლეთელ იმპერიალისტებს, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო საქართველო, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და თავი შეიკავეთ ჩვენი კონსტიტუციის ხელყოფისაგან, მხარს ნუ უჭერთ ერთღი მუჭა მარგინალურ პოლიტიკურ კრიმინალს. გვაცალეთ ცხოვრება და ჩვენი ქვეყნის სამსახური. ერთმანეთში გავერკვევით ჩვენთვის ჩვენი ქართველი ხალხისათვის რა და როგორ სჯობს! თქვენი სიტყვების გასამყარებლად ჩააარეთ პლებისციტი, ჰკითხეთ საქართველოს მოქალაქეებს მათი აზრი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, აუხსენით რას და რატომ გვაძალებთ ასე დაბეჯითებით. მერე ამ პლებისციტის შედეგებზე დაყრდნობით თუ საჭიროა მოახდინეთ კონსტიტუციის ცვლილება! არ თქვათ ახლა ამისათვის დრო არ გვეყოფა , არცევნების დრო ხომ კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრულიო?! როგორ მარტო არჩევნების ჩატარების ტარიღია კონსტიტუციით განსაზღვრული, განა იქ არ წერია რო უნდა აირჩეს 73 პარლამენტარი მაჟორიტარული წესით და 77 პროპორციულით?! ამ რაოდენობრივი თანაფარდობის თქვენს მიერ ვოლუნტარისტული ცვლილება შეიძლება, ხოლო თარიღი კლდესავით ურყევი უნდა იყოს?! ვინ ხართ, რა ხართ ასეთ უმსგავსობაზე რომ მიდიხართ?! ვინ მოგცათ მაგის უფლება. ჩაატარეთ პლებისციტი და თუ ვერ მოესწრება გადაწიეთ არჩევნების ჩატარების თარიღი იმ 2 კვირით რაც ამ პლებისციტის ჩატარებას უნდა! ეს გაცილებით ნაკლები დანაშაული იქნება!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თუ ასე არ მოიქცევით ქართველი ხალხი თქვენ არჩევნებზე გაჩვენებთ რა არის 5 დეპუტატი აქეთ, 5 დეპუტატი იქეთ! სამარცხვინოებო! თუ უღალატეთ საქართველოს კონსტიტუციას და გაგტეხათ წლში იმპერიალისტურმა ზეწოლამ, თუ ვერ გაგიგნიათ სადაა სიმართლე .... დააწყვეთ ეს დეპუტატების მანდატები და წადით სახლებში, ზოგიც თქვენს მთავარ სამშობლოში ევროპაში ან ამერიკაში.. მერე როგორმე გავაგნებთ რა და როგორ ვქნათ!
5 წლის უკან