ფეისბუქ-მომხმარებელი მანანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს:
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისე მომიწია რომ 6 აეროპორტის საბაჟო გავიარე...2 იტალიის, 2 საქართველოს და 2 გერმანიის... მინდა დარწმუნებით მოგმართოთ, რაშიც ბევრი ჩემი მეგობარიც დამეთანხმება,ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველაზე მომზადებული საქართველო აღმოჩნდა...
პირველი- ბოლონიის აეროპორტში მხოლოდ სამი ადამიანი ვიყავით,, ეკიპირებული" ნიღბებით და ხელთათმანებით, სამივე ქართველი საპასპორტო შემოწმების გარდა, საერთოდ ადამიანი არ შეგვხვედრია ვისაც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაწუხებდა...
ქუთაისის აეროპორტში დაგვხვდა ექიმთა ჯგუფი, რომლებმაც ძირფესვიანად გამომკითხეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, წამოსვლისას კი ფაქტიურად ნასკებიც კი გაგვხადეს)) და ბარგზე აღარ იკითხება, სათითაოდ შეამოწმეს ყველა ნივთი.. მსგავსი რამ, ევროპაში არსად მინახავს..
გერმანიამ სულ ტაშ_ფანდურით მიმიღო და გამომაცილა მადლობა მათ..
აი, ბერლინი_პიზის რეისის მგზავრები კი გიჟიჳით მიყურებდნენ, ფაქტიურად ფანტომასივით ვიყავი შეფუთული შავ ფერებში, იტალიელები კი პირდაპირ იატაკზე იყვნენ გაწოლილები საკუთარ ჩემოდნებზე..? ამიტომაცაა 2ათასზე ასული ინფიცირებული..
რატომ მოვყევი ეხლა ამხელა ისტორია, ჯერ იმიტომ რომ, პირველ რიგში არ გიყვართ და არ აფასებთ საკუთარ ქვეყანას(განსაკუთრებით ემიგრანტები) მეორე, არ გჯერათ, ან არ გინდათ დაიჯეროთ რომ დიახ, საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა ვირუსის პრევენციას, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა.. დიახ, ქართველი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, რაც ევროპელებს ვერც კი წარმოუდგენიათ..
რაც შეეხება ყბადაღებული,, ნიღბების" თემას გეტყვით რომ იტალიაში დეკემბრის მერე ნიღბები არცერთ აფთიაქში აღარ იყიდება.. სადეზინფექციო ხსნარები კი ხუთმაგად გაძვირდა..
უბრალოდ, ხელების დაბანა ვერ ასწავლეს ხალხს...
პ:ს:
დაბოღმილი შალიკოების, პრადვინუტგოიმების და სექტის აზრი არ მაინტერესებს..
მოვა დრო, ეს ვირუსიც ჩაივლის, ნახავთ რომ ქართველ ექიმებს მადლობას ეტყვიან და ყველაფერი კარგად იქნება...
თქვენ კი მუდამ,, მამლის ყივილის" მოლოდინე დარჩებით.