თურქეთი საბერძნეთთან საზღვარზე სირიელი მიგრანტების დაბრუნების თავიდან ასარიდებლად დამატებით ძალებს აგზავნის

თურქეთი საბერძნეთთან საზღვარზე სირიელი მიგრანტების დაბრუნების თავიდან ასარიდებლად დამატებით ძალებს აგზავნის

თურქეთი საბერძნეთთან საზღვარზე დამატებით ათას პოლიციელს გაგზავნის. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე სულეიმან სოიულუზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთიდან საბერძნეთში გადასული სირიელი მიგრანტები არიან. ანკარაში მათი თურქეთის ტერიტორიაზე დაბრუნება არ სურთ.

„ბერძნებმა 164 ადამიანი დაჭრეს. 4 900 ადამიანის თურქეთში დაბრუნება სცადეს. ამის თავიდან ასარიდებლად საზღვარზე დამატებით ათას პოლიციელს ვაგზავნით“, - განაცხადა სოილუმ.

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი 29 თებერვალს გაუხსნა. ამის მიზეზი სირიაში, იდლიბში სიტუაციის გამწვავება გახდა. საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა 34 778-მა ადამიანმა სცადა, მესაზღვრეებმა 244 მათგანი დააკავეს და მიგრანტების დეპორტაციას გეგმავენ. 2016 წლის შეთანხმებით, დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო.