პაატა იმნაძე: გაზაფხულის იმედი ყველას უნდა გვქოდეს

პაატა იმნაძე: გაზაფხულის იმედი ყველას უნდა გვქოდეს

გაზაფხულის იმედი ყველას უნდა გვქონდეს, - ასე უპასუხა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ შეკითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა დათბობასთან ერთად კორონავირუსის უკან დახევას.

„ახლა ავსტრალიის მაგალითს ვსწავლობთ, სადაც ზაფხულის პერიოდში ქვეყნის შიგნით ვირუსის გადაცემის შემთხვევები იყო, მაგრამ გაზაფხულის იმედი ყველას ყოველთის უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.