სერგი კაპანაძე: 110/40-ზე ჩვენი მხარდაჭერით არ ისარგებლებს

სერგი კაპანაძე: 110/40-ზე ჩვენი მხარდაჭერით არ ისარგებლებს

ნამდვილად არ ვაპირებთ მივცეთ ივანიშვილს საშუალება, ივაჭროს პოლიტპატიმრების ბედით და დაითანხმოს ვინმე ისეთ სისტემაზე, რომელიც არ არის არსებითად პროპორციული, - ასეთი კომენტარით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

„110/40-ზე, ის სისტემა, რომელიც აქამდე იყო შემოთავაზებული, ჩვენი მხარდაჭერით არ ისარგებლებს. თუ იქნება არსებითად პროპორციული სისტემა შემოთავაზებული, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მხარს დავუჭერთ ერთი მხრივ იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, მეორე იმიტომ, რომ სწორედ ასეთ სისტემაში იქნება შესაძლებელი ივანიშვილის დამარცხება. 130/20 არის არსებითად პროპორციული. ჩვენ მას მხარს დავუჭერდით. 110/40-ზე არსებითად პროპორციულიც არ არის, ეს არის სისტემა, რომლითაც შესაძლებელია მცირე მხარდაჭერით მიიღოს უმრავლესობა რომელიმე ერთმა პარტიამ და ამას ჩვენ არ ვეთანხმებით. ჩვენ პოზიციაში არაფერი შეცვლილა, თუ იქნება 130/20-ზე ან 125/25-ზე დადებული ივანიშვილის მიერ და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, ჩვენ არ ვაპირებთ ნორმალიზება მოვახდინოთ ურთიერთობების. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მწვავე პროტესტი გაგრძელდება“, - განაცხადა კაპანაძემ.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებისთვის ბარიერი გახდეს.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

tngh საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ 2005 წელს ხმა მისცა 100/50-ზე სისტემას... "ნაცებმა" არ გაითვალისწინეს საზოგადოების აზრი... ეხლა რა უფლებით ითხოვენ სხვა სისტემას???
5 წლის უკან
tngh საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ 2005 წელს ხმა მისცა 100/50-ზე სისტემას... "ნაცებმა" არ გაითვალისწინეს საზოგადოების აზრი... ეხლა რა უფლებით ითხოვენ სხვა სისტემას???
5 წლის უკან