„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას „წყალწყალა“ უწოდა. დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოხსენებაში ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე არ ისაუბრა.
„ეს იყო წყალწყალა გამოსვლა, მოკლებული იყო რაიმე შინაარსს. ილაპარაკა ფეხბურთზე, ღვინოზე. ისე ილაპარაკა, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი კი არ არის, არამედ რაღაც უცხო პლანეტიდან ჩამოსული. მას არ უსაუბრია არც ერთ სერიოზულ პრობლემაზე, რაც დგას ქვეყანაში – პოლიტიკური კრიზისი, არაფორმალური მმართველობა, მის მიერ გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან მოტყუებული ამომრჩეველი. რა როლი აქვს? მას არ დაუსვამს არავითარი მწვავე საკითხი რუსეთთან მიმართებაში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.