დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჟურნალმა “ფლეიბოიმ“ რამდენიმე პარტნიორ კომპანიასთან ერთად, წამოიწყო აქცია–კამპანია, რაც ათწლეულების მანძილზე, აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებული ლამაზმანების ფოტოების ორიგინალების გაყიდვას გულისხმობს. ფოტოების ერთი ნაწილი პირდაპირი მიყიდვის წესით, მერე ნაწილი კი, აუქციონზე უნდა გაყიდულიყო.
მაგრამ, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ ესოდენი რიხით წამოწყებული კამპანია შესაძლებელია ჩაფლავდეს, რადგან, როგორც ჩანს,თანამედრვე ადამიანებს, გასული ათწლეულების ლამაზმანების ფოტოები მაინცა და მაინც არ აინტერესებთ და ეს იმითაც დადასტურდა, რომ Christie's სააუციონო სახლის მიერ Playboy-ს ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე კოლექციიდან ფაქტობრივად სულ რამდენიმე ფოტო გაიყიდა.
აუქციონზე გამოტანილ ნივთებს შორის კომიკოს დენი ეიკორდის ფოტოც იყო, რომელსაც გვერდს კურდღლის კოსტუმში გამოწყობილი პამელა ანდერსონი უმშვენებს.
ჟურნალის მესვეურებს იმედი ჰქონდათ, რომ, განსაკუთრებულ ინტერესს ჟურნალის 1953 წლის სადებიუტო გარეკანი გამოიწვევდა, რომელზეც მერლინ მონროა გამოსახული, ასევე ბრიჯიდ ბარდოს 1960-იანი წლების ფოტოსესია და ალბერტ ვარგასის აკვარელში შესრულებული ნახატი. თუმცა, მათდა გასაკვირად, ამ ფოტოებითა და ნახატებით არავინ დაინტერესებულა.