ოთარ კახიძე: პრეზიდენტს 20 ივნისის და კორონავირუსის საკითხი რომ არ ეხსენებინა, ვერ მივხვდებოდით, რომ საქართველოზე ლაპარაკობდა

ოთარ კახიძე: პრეზიდენტს 20 ივნისის და კორონავირუსის საკითხი რომ არ ეხსენებინა, ვერ მივხვდებოდით, რომ საქართველოზე ლაპარაკობდა

პრეზიდენტს 20 ივნისის და კორონავირუსის საკითხი რომ არ ეხსენებინა, საერთოდ ვერ მივხვდებოდით, რომ საქართველოზე ლაპარაკობდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

„პრეზიდენტად გვყავს ქალბატონი, რომელიც თავს მოახვია ქართველ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა და ეს ქალბატონი არანაირ პრობლემაზე საუბრობს, ქვეყანაში რამე რომ გვაწუხებს მოსახლეობას. მაგალითად, უცხოური ინვესტიციების კლება, არ საუბრობს ამ საკითხზე. მაგალითად, ინფლაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლები, არ საუბრობს ამ თემაზე. ძალიან სერიოზული კორუფციის პრობლემა, არ საუბრობს ამ თემაზე. სხვა უფრო ცხელ თემებზე რომ არ საუბრობს, როგორიცაა პოლიტიკური ოპონენტების დევნა, პოლიციის მიერ ძალის გადამეტება „გავრილოვის ღამეს“, მათ შორის ახალგაზრდებისთვის თვალების გამოთხრა. არ საუბრობს იმაზე, რომ მედიის წინააღმდეგ არის შეტევა“, - განაცხადა კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.