ვფიქრობ, რომ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უკიდურესად კრიტიკულიც და მომავალზე ორიენტირებული კომენტარი გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ განუცხადა.
„დიდი სკანდალია, როდესაც თავდაცვის მინისტრი სავალალო შედეგის შემდეგ, ჩვენს გმირებს ბრძოლის ველზე ტოვებს, პოსტიდან მიდის და მილიონერი ხდება. თქვენ კარგად იცით, ვისაც ვგულისხმობ. აქედან გამომდინარე შეფასებები, რომელსაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ მნიშვნელოვანწილად უნდა გამოდიოდეს იმ საერთო გაგებიდან, რაზეც პრეზიდენტმაც ღიად ისაუბრა. ამ პერიოდში მაინც მოვიკრიბოთ ძალები, მოვლენები გავაშუქოთ კრიტიკულად, მაგრამ ჩასაფრებული პოზიციები არის დამაზიანებელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.