ბადრი პატარკაციშვილი - „ვაფასებ ოქრუაშვილის ვაჟკაცობას“

ბადრი პატარკაციშვილი - „ვაფასებ ოქრუაშვილის ვაჟკაცობას“

(იბეჭდება შემოკლებით)

ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი:

„პირველი - ოქრუაშვილის დაჭერის შემდეგ არ მქონია არავითარი შეხება არც ირაკლისთან და არც მის ხალხთან.

მეორე - ვაფასებ ირაკლი ოქრუაშვილის ვაჟკაცობას. საზღვარგარეთ იძულებით განდევნილმა კაცმა მოახერხა, ეპოვა ძალა საკუთარ თავში, სიმართლე ეთქვა.

ირაკლი ოქრუაშვილს არასოდეს მოუმართავს ჩემთვის ფინანსური დახმარების თაობაზე. თუმცა რომ ეთხოვა, არ არის გამორიცხული, ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი პოლიტიკური ლტოლვილისთვის, ასეთი დახმარება აღმომეჩინა.

და მესამე - როგორც ჩანს, ხელისუფლებას თავისი ხალხი ძალზე დაბალი დონის გონებრივი მონაცემების ჰგონია, რომელიც ვერ ხვდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში არ არსებობს ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩემოდნებით ფულის ტარების აუცილებლობა - ასეთი საჭიროების დროს არსებობს მარტივი წესი და მას საბანკო გადარიცხვები ჰქვია.

ხელისუფლება აგონიაშია. იგი ეძებს ნებისმიერ ფორმას, რომ მიმდინარე მოვლენები წარმოაჩინოს, როგორც გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ამზადებდნენ პატარკაციშვილი - ოქრუაშვილი.

შემზადებული ვარ იმისთვისაც, რომ აბსურდული ბრალდებები გაგრძელდება. ყოველივე კი ხდება იმიტომ, რომ მიმიჩნევენ ხელისუფლების ყველაზე სერიოზულ ოპონენტად.“