მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ 32 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
გამოცემა Vanity Fair-ში რუსი სპორტსმენის ექსკლუზიური სტატია გამოქვეყნდა, სათაურით „ჩოგბურთო, გემშვიდობები“.
„ჩოგბურთმა სამყარო დამანახა“, - წერს შარაპოვა თავის გამოსამშვიდობელ სტატიაში.
შარაპოვას მოგებული აქვს 5 დიდი სლემის ტურნირი: 2 საფრანგეთის ღია პირველობა, 1 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა.