ტელევიზიის ვალების გამო დაპირისპირება ისევ გრძელდება

ტელევიზიის ვალების გამო დაპირისპირება ისევ გრძელდება

მსხვილმა ტელევიზიებმა, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წლობით დაგროვილი დავალიანება აქვთ, გადახდის 5-წლიანი გრაფიკი წარმოადგინეს. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არის ტელევიზიების შეთავაზება და, სავარაუდოდ, სამინისტრო ამას დათანხმდება. შედარებით მცირე ტელეკომპანიებს მთავრობის ასეთი დამოკიდებულება ძალიან არ მოსწონთ და მწვავედ აკრიტიკებენ.

როგორც ცნობილია, მსხვილი ტელევიზიები ბოლო წლებში გადასახადებს არ იხდიდნენ. ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოითხოვა მიმდინარე გადასახადების დაფარვა, რასაც მოგვიანებით დაგროვილი ვალების გრაფიკზე მუშაობა მოჰყვა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ მიდგომამ ნაყოფი მყისიერად გამოიღო და ამ დრომდე ბიუჯეტში 5 მლნ-ზე მეტი თანხა შევიდა.

„წელს ვვარაუდობთ, რომ 22 მლნ შემოვა ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ასეთი თანაბარი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა. რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, უკვე წარმოდგენილია გადახდის გრაფიკი, 5-წლიანი გეგმა, თანაბარი გადახდით, ყოველწლიურად. დიდი ალბათობით დავთანხმდებით ამ პირობებს. დღეს ყველა ტელევიზია არის თანაბარ პირობებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საუბარია სამ ტელევიზიაზე და შესაბამისად, მათ ვალზე: „რუსთავი 2“-ს 28 მლნ ლარის ვალი აქვს, „იმედს“ - 19 მლნ ლარი დაუგროვდა, ხოლო „მაესტროს“ - 8 მლნ ლარი.

„ტვ პირველის“ დირექტორის ინგა გრიგოლიას აზრით, ფინანსთა მინისტრი ხელისუფლების მადიდებელ ტელევიზიებს დავალიანების დაფარვისთვის 5-წლიან გრაფიკს არ უნდა უდგენდეს, რადგან ქვეყნის ბიუჯეტსა და გაჭირვებულ მოსახლეობას დღეს სჭირდება დახმარება.

„ახალი წლის წინ, 2 კვირით არ გადაგვივადეს ჩვენი დავალიანება და იძულებულნი გავხდით აგვეღო კრედიტი ბანკიდან, რათა თანამშრომლები ახალი წლის წინ ხელფასის გარეშე არ დაგვეტოვებინა. ჩვენ კეთილსინდისიერი გადამხდელები ვართ და „ტვ პირველის“ თანხა იყო მინიმალური იმასთან შედარებით, რა თანხაც აქვს ბიუჯეტის ვალად იმ ტელევიზიებს, რომლებიც დითირამბებს უმღერიან ხელისუფლებას.

„ტვ პირველმა“ თუ აიღო კრედიტი, რატომ არ უნდა აიღონ კრედიტი და დაფარონ დავალიანება სხვა ტელევიზიებმა, რომელიც შეადგენს 55 მლნ-ს? მე მინდა მაყურებელს მივმართო - იმ ადამიანებს ახლა სამსახურს რომ ეძებენ და ვერ პოულობენ, წამალს რომ ვერ ყიდულობენ, შვილების სკოლაში წასაყვანად და ნივთების შესაძენად ფული რომ არ აქვთ - 55 მლნ-ს პატიობს ფინანსთა მინისტრი იმ ტელევიზიებს, რომლებიც გადაბრდღვიალებული ტელევიზიებიდან მაუწყებლობენ. ყველა ტელევიზიას ვუსურვებ წარმატებებს, მაგრამ აქ ხომ ათასებზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია 55 მლნ-ზე“, - განაცხადა გრიგოლიამ.

ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ ესმის პატარა ტელევიზიების პოზიცია და ამიერიდან ყველა თანაბარ პირობებში იქნება.

„აქამდე 7-8 მილიონი შემოდიოდა ბიუჯეტში და ისიც იმათ ხარჯზე, ვინც პატიოსნად იხდიდა გადასახადს. ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს. ვიცი, რომ პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა მინდა ვუთხრა მათ, რომ ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

Katana . ინგას მიმართ ერთობ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, სავსებით ვეთანხმები მას! - კეთილი ინებონ ბობოლა ტელევიზიებმაც, აიღონ კრედიტი და გადაიხადონ 55 მილიონი სახელმწიფო ვალი!!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს ტელევიზიები ვალებს არ გადაიხდიან! მათი დასავლეთელი მფარველები ე.წ. "ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები" ტელევიზიებისდმი ნებისმიერ მოთხოვნას გადაიხადონ დავალება ბიუჯეტის მიმართ ჩათვლიან დემოკრატიაზე შეტევად! იკითხავენ, ამდენი ხანი რატომ არ მოსთხოვეთ?! ახლა არჩევნების წინ თქვენი მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლაა და მეტი არაფერიო! მოკლედ, "ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები" რომ არ იკადრებენ ისეთი სიბინძურე ძნელად წარმოსადგენია!
4 წლის უკან
Katana .
ვანო რომ მიუწვევია პოლონეთის სეიმს?.. :))))
(ალბათ, რჩევა უნდა ჰკითხონ - აი, 2 გვამი უკვე გვაქვს, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ, რის სახურავზე შემოდებული გამოჩნდება უფრო დემოკრატიულად, დასავლეთიდან რომ შემოხედავენო!).
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ყოველ დღე, ყოველ წუთს მოდის სიგნალები, ცნობები დასავლეთიდან, "ჩვენი სტრატეგიული მოკავშირებისგან. საიდანაც ნათლად სჩანს, რომ იმათ არც ჩვენი აზრი აინტერესებთ და არც განწყობა! რქიანებია და რქებით აწვებიან თავისას! გვნახეს დაბალი ღობე და ხან იქიდან აქეთ, ხანაც აქედან იქეთ გადაგვალაჯებენ!
4 წლის უკან
tngh მზეთუნახავ ჟურნალისტებთან დაპირისპირება როგორ შეიძლება. თანაც აღმოჩნდა, რომ მათმა აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველო-ირანს შორის სახმელეთო საზღვარი არ არსებობს. თუმცა ბევრმა მაგანმა კასპიის ზღვის არსებობაც არ იცის რუსეტსა და ირანს შორის...
4 წლის უკან
tngh მზეთუნახავ ჟურნალისტებთან დაპირისპირება როგორ შეიძლება. თანაც აღმოჩნდა, რომ მათმა აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველო-ირანს შორის სახმელეთო საზღვარი არ არსებობს. თუმცა ბევრმა მაგანმა კასპიის ზღვის არსებობაც არ იცის რუსეტსა და ირანს შორის...
4 წლის უკან
tngh მზეთუნახავ ჟურნალისტებთან დაპირისპირება როგორ შეიძლება. თანაც აღმოჩნდა, რომ მათმა აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველო-ირანს შორის სახმელეთო საზღვარი არ არსებობს. თუმცა ბევრმა მაგანმა კასპიის ზღვის არსებობაც არ იცის რუსეტსა და ირანს შორის...
4 წლის უკან
Goliaff როდის მიხვდება ქართველი ხალხი რომ წინამორბედი, ამჟამინდილი და მომავალი მთავრობა იგივე გზით წავა?! ისევ ისეთ შეღავათებს დაუწესებენ ტელევიზიებს - მსხვილ ბიზნესს როგორც აქამდე, რადგან მთავრობა ამ ბიზნესის ნაწილია, იქედან დაკომპლექტებული და ბიზნესის ინტერესების გამტარებელი. გრიგოლიას დემაგოგია რომ 55 მილიონი არიქა დამშეულ ხალთან ჩაირაკრაკებს ჯიბეში სასაცილოა.
4 წლის უკან