ინგლისური გუნდები „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამოდიან და 2012-2014 წლებში მოპოვებული ტიტულების ჩამორთმევას ითხოვენ.
ბრიტანული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც უეფამ „ქალაქელები“ ევროტურნირებიდან ორი წლით მოკვეთა და 30 მილიონი ევროთი დააჯარიმა, ახლა შიდა ასპარეზზე დაჯარიმების საშიშროების წინაშე დგას.
2012-2016 წლებში „სიტიმ“ 2014 წელს პრემიერლიგა და ორჯერ ინგლისის ლიგის თსი (2014, 2016 წლებში) მოიგო და სწორედ ამ ტიტულების ჩამორთმევის საშიშროება ემუქრება.
შეგახსენებთ, უეფამ „მანჩესტერ სიტი“ სასპონსორო ხელშეკრულებების დარღვევაში დაადანაშაულა, ინგლისურმა გუნდმა კი გადაწყვეტილება ლოზანას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.