იტალიის სერია A-ს XXVI ტურის მატჩების ნაწილი უმაყურებლოდ ჩატარდება. კორონავირუსის გამო აპენინის ნახევარკუნძულზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ დაგეგმილ შეხვედრებზე მაყურებლები არ დაუშვან.
აღნიშნული ინფორმაცია იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ დაადასტურა:
„კვირამდე შეზღუდვები დაწესებულია ლომბარდიაში, პიემონტისა და ვენეტოში, ახლა ამ რეგიონებს ფრიული ვენეცია ჯულია, ემილია-რომანია და ლიგურიაც შეუერთდნენ. ამ რეგიონებში სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია, მაგრამ ზოგიერთ ღონისძიებებს მივეცით შესაძლებლობა, რომ დახურულ კარს მიღმა ჩაატარონ მატჩები“, - თქვა სპადაფორამ Rai-სთან საუბარში.
ამრიგად, დამდეგ ტურში „იუვენტუსი“ – „ინტერი“, „სამპდორია“ – „ვერონა“, „უდინეზე“ – „ფიორენტინა“, „მილანი“ – „ჯენოა“ და „პარმა“ – „სპალი“ უმაყურებლოდ ჩაივლის, ხოლო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში „ლაციო“ – „ბოლონია“, „ნაპოლი“ – „ტორინო“, „ლეჩე“ – „ატალანტა“ და „კალიარი“ – „რომა“ ჩვეულ რეჟიმში გაიმართება. "სამპდორია" - "ვერონას" დაპირისპირება კი ორშაბათსაა დაგეგმილი და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
აქვე გეტყვით, რომ 25-ე ტურში ოთხი შეხვედრა გადაიდო. იტალიაში 220 ინფიცირებულია, ხოლო შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.