კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი, როგორც ჩანს, რომანტიკულ დღეებს პარიზში ატარებენ. თუმცა, წყვილის გამოჩენას ისე უხმაუროდ არ ჩაუვლია, როგორც ისინი ელოდნენ და სწორედ ამიტომ, ორივე მათგანი გაოცებული დარჩა, როდესაც პაპარაცებმა Jean Paul Gaultier-ის მაღაზიის დატოვების შემდეგ, გამჭვირვალე ლიფტის კედლებს მიღმა რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს.
თუმცა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა მოვლენამ, სავარაუდოდ, რეპერი დააბნია და კარის გაღებისა თუ გარშემომყოფების დანახვისას მყისიერად დატოვა ლიფტი.
როგორც კადრიდან ჩანს, კიმი ადგილზე დარჩა და ჩანთებთან გამკლავება მოუწია, რის გამოც რეპერს აკრიტიკებენ და ცოლისადმი არასწორ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ უესტს რამდენიმე დღის წინ NBA-ს თამაშზე, მეუღლის კოცნის უგულებეყოფის გამოც აკრიტიკბდნენ.