რატომ დაშორდა რჩეულიშვილი გერლ - ფრენდს?

რატომ დაშორდა რჩეულიშვილი გერლ - ფრენდს?

(იბეჭდება შემოკლებით)

ვახტანგ რჩეულიშვილი, ბიზნესმენი:

„ადრეულ წლებში უფრო გამომდიოდა გოგონებთან ურთიერთობა, მერე, როცა სხვა განცდები ჩნდება, მეგობრობაც ისეთი აღარ გამოდის, როგორც ბავშვობაში.

დაოჯახებამდე მყავდა გერლ - ფრენდი, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ვხვდებოდი.

ჩვენ ერთად ვცხოვრობდით ცალკე, გარკვეული გვქონდა ურთიერთობა. მერე დავშორდით ერთმანეთს. მე დავოჯახდი, იმანაც თავისი გზა მოძებნა.

რაც შეეხება ჩემი ცხოვრების ყველაზე ერთგულ მეგობარს, ეს არის ჩემი მეუღლე - მაია. ჩემს ცხოვრებაში რომ არ ყოფილიყვნენ ის და მამაჩემი, შეიძლებოდა ცუდადაც დამემთავრებინა ყველაფერი.

სანამ ჩემს ცხოვრებაში მაია გამოჩნდებოდა, გვერდით მედგა შალვა. მეგობრები ერთმანეთის გამო ძალიან ბევრ გაუგებრობაში და რთულ სიტუაციებში ვხვდებოდით.

ყოველთვის გვეხმარებოდა მამაჩემი. ალბათ, ამიტომაც გადავურჩი ციხეს, რაც არ ასცდა ერთ - ერთ ჩემს მეგობარს.

ერთი მეგობარი მყავდა - გიგა სუთიძე, მამაჩემთან ძმაკაცობდა. გიგას ხშირად იჭერდნენ და სულ შალიკო ეხმარებოდა ხოლმე. მაგრამ ერთ დღესაც საკანში მყოფ გიგას რომ გვერდით შალვა ამოუსვეს, თურმე, თვალს არ უჯერებდა.

ყველას მინდა ვურჩიო, ვისაც ძველბიჭობა კარგი ჰგონია, რომ მე თუ რამეს ვაშავებდი, ვიცოდი, რომ მამაჩემი და დედაჩემი ციხეში არ გამიშვებდნენ. თუ პატრონი არ გყავს, ტვინი უნდა გაანძრიო, რომ ციხეში არ მოხვდე და მთელი ცხოვრება არ დაინგრიო.

პირველად „პაეზდკაში“ მაშინ გამიშვეს, როცა სკოლა დავამთავრე და სტუდენტი გავხდი. აფხაზეთში ჩავედით მე და ჩემი მეგობრები, იქიდან სოჭში გადავედით. რამდენიმე ბიჭი ვიყავით ერთად, მშვენივრად ვერთობოდით, ერთი კვირის განმავლობაში სრული დამოუკიდებლობა გვქონდა.

ერთი - ორი ჩხუბიც გადაგვხდა, მაგრამ იოლად გადავრჩით. თურმე, შალიკო, დედაჩემი და ჩემი დაც იქ ჩამოსულან. მამაჩემი გვაკონტროლებდა დურბინდით, როგორც პლაჟზე, ასევე ქუჩაშიც. თურმე, ის იყო იქაც ჩვენი მფარველი“.