ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილიასმა ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამის შესახებ მადრიდის რეალის ყოფილმა ვარსკვვლავმა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
არჩევნები წელს უნდა გაიმართოს და მასში მონაწილეობას, კასილიასის გარდა, მოქმედი პრეზიდენტი ლუის რუბიალესიც მიიღებს. კასილიასს ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა პაუზა შარშან მაისში გადატანილი გულის შეტევის გამო აიღო.
38 წლის იკერი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონია. ის მადრიდის „რეალის“ აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 2015 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც „პორტუში“ გადავიდა და დღემდე ამ გუნდის წევრია. 38 წლის ფეხბურთელს ამ კლუბში 2019 წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია,
მადრიდული კლუბის ყოფილი მეკარე ესპანური ფეხბურთის ახალ საფეხურზე აყვანას გეგმავს.
კასილიასმა რეალში, 725 მატჩში მიიღო მონაწილეობა და დაეხმარა თავის გუნდს 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგისა და 5-ჯერ ლა ლიგის ტიტულის მოგებაში. მას ასევე ესპანეთის მსოფლიო თასი აქვს მოგებული.