რუსეთმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილი დაკარგა.
2013-14 წლებში, ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო, ბიატლონისტი ევგენი უსტიუგოვის ყველა შედეგი გაუქმებულია. ამდენად, რუსი სპორტსმენი დაკარგავს სოჭის ოლიმპიურ სარბიელზე კაცთა ესტაფეტაში მოპოვებულ ოქროს მედალს, მისი ქვეყანა კი ლიდერი აღარ იქნება. საგულისხმოა, რომ საესტაფეტო გუნდის რომელიმე წევრის დისკვალიფიკაციით დასჯის გამო უქმდება ოთხეულის შედეგიც. შესაბამისად, ოქროს მედლები ჩამოერთმევათ უსტიუგოვის თანაგუნდელებს - ალექსეი ვოლკოვს, დიმიტრი მალიშკოს და ანტონ შიპულინს.
ბიატლონში რუსეთისთვის ჩამორთმეული ოქროს მედალი გადაეცემა გერმანიას, ვერცხლი - ავსტრიას, ბრინჯაო კი - ნორვეგიას. რუსეთმა მთლიანობაში სოჭის ოლიმპიური თამაშების ოთხი მედალი დაკარგა.
განახლებული მონაცემებით, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის საერთო ჩათვლაში 11 ოქროს მედლით პირველ ადგილზე ნორვეგია დაწინაურდება, 10 ოქროს მედლით კი რუსეთი მეორეზე დაქვეითდება.