NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში ლებრონ ჯეიმსის გუნდმა გაიმარჯვა

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში ლებრონ ჯეიმსის გუნდმა გაიმარჯვა

ჩიკაგოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციიციის (NBA) ყველა ვარსკვლავის 69-ე მატჩი გაიმართა. ლებრონ ჯეიმსისა და იანისის ანტეტოკუნმპოს გუნდების მატჩში ანგარიშით 157:155 ლებრონის გუნდმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ლებრონის გუნდის 12-ვე წევრმა 100 000 დოლარი მიიღო, იანისის გუნდის თითოეულმა წევრმა კი 25 ათასი, რაც მოთამაშეთა სურვილისამებრ ქველმოქმედებას მოხმარდება.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე და კობი ბრაიანტის ჯილდოს მფლობელი ლებრონ ჯეიმსის გუნდის წარმომადგენელი, კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.