„მანჩესტერ სიტი“ ევროტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ შესაძლოა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამაც დასაჯოს და პრემიერლიგიდან მოკვეთოს. The Independet-ის ინფორმაციით, „ქალაქელებს“ ლიგა ორში, რანგით მეოთხე დივიზიონში დაქვეითება ემუქრებათ.
საქმე ისაა, რომ დარღვევა, რომელიც „სიტის“ უეფამ აღმოუჩინა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესების დარღვევაცაა და ამიტომ კლუბი კიდევ ერთი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა.
მანჩესტერელებს ერთი ლიგის ნაცვლად, სამი საფეხურით სანქცია ემუქრებათ, რაც ცხადია ძალზე დიდი დარტყმა იქნება.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ უეფამ ევროტურნირებიდან ორი სეზონით მოკვეთა, ხოლო ინგლისური გუნდი ამ გადაწყვეტილებას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.