„მანჩესტერ სიტი“ უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„მანჩესტერ სიტი“ უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტი“ გაასაჩივრებს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილებას, რომელიც ინგლისურ კლუბს ორი წლით ევროტურნირებში მონაწილეობას უკრძალავს და ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.

„იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არ გვიკვირს უეფას ეს გადაწყვეტილება. კლუბმა იცოდა, რომ საქმე დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ უნდა განიხილოს. უახლოეს დროში ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - ნათქვამია „მანჩესტერ სიტის“ განცხადებაში.

უეფას კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ დაადგინა, რომ 2012-2016 წლებში „მანჩესტერ სიტიმ“ გაყალბებით გაზარდა სპონსორული შემოსავლები, როდესაც ე.წ. fair play-ს შესრულებასთან დაკავშირებით ორგანიზაციას მონაცემები მიაწოდა.