გულშემატკივრები ძირითად შემადგენლობაში ჩაკვეტაძის დაყენებას ითხოვენ

გულშემატკივრები ძირითად შემადგენლობაში ჩაკვეტაძის დაყენებას ითხოვენ

"გენტი" ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და 14 თებერვალს სტუმრად "ეუპენს" შეხვდება, 21 თებერვალს კი, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

მწვრთნელ იეს ტორუპს თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს - რომან იარემჩუკი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს; დაშავდა ლორან დეპუატრეც, რომელმაც წინა ორი მატჩი გამოტოვა და თავის გუნდს "ეუპენთანაც" ვერ დაეხმარება.

voetbalnieuws.be გამოკითხვას ატარებს: "ვინ უნდა შეცვალოს დეპუატრე? - ქვილითაია, ნიანგბო, ჩაკვეტაძე".

ამ მომენტისთვის გამოკითხულთა 42% სასტარტოში ჩაკვეტაძის დაყენებას ითხოვს; 38%-ს მიაჩნია, რომ ძირითადში ქვილითაია იმსახურებს თამაშს, ნიანგბოს კი 20% უჭერს მხარს.

ტორუპმა კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დეპუატრეს მწყობრში ჩადგომის დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ წვრთნისას 40 წუთის შემდეგ ისევ ასტკივდა ფეხი, იძულებული იყო ვარჯიში შეეწყვიტა და ფიქრობს, რომელი ფეხბურთელით შეცვალოს.