გვარდიოლა:

გვარდიოლა: "რეალს" თუ ვერ დავამარცხებთ, გამათავისუფლებენ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მადრიდის „რეალის“ ვერ დაამარცხებს, შესაძლოა გაათავისუფლონ.

„გამარჯვება ძალიან რთულია, ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვაყვს. ვიღებ დიდებას და ვიღებ კრიტიკასაც. მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამაზე ვოცნებობ, „რეალთან“ მატჩებით დავტკბები, რომ ვნახო რისი გაკეთება შეგვიძლია.

„რეალს“ თუ ვერ დავამარცხებთ, კლუბის მეპატრონე ან სპორტული დირექტორი მოვა ჩემთან და მეტყვის: „ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ჩემპიონთა ლიგა გვინდა, გათავისუფლებული ხარ“. მე კი ვუპასუხებ: „კარგი, მადლობა, სასიამოვნო იყო აქ მუშაობა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირებები 27 თებერვალს (მადრიდში) და 18 მარტს (მანჩესტერში) გაიმართება.