მოსახლეობის 2/3-ს ვალის გარეშე ცხოვრება აღარ გამოსდის. მიუხედავად მრავალგვარი ფინანსური რეგულაციებისა და სესხებზე ხელმისაწვდომობის გამკაცრებისა, ვითარება უფრო მძიმდება.
საქართველოში 1.8 მლნ ადამიანს აქვს აღებული 19 მლრდ ლარის სესხი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 66% ვალით ცხოვრობს, ხოლო საშუალოდ ერთი ადამიანის სესხი 10 ათასი ლარია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტზე დაყრდნობით, „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი“ ავრცელებს.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე აცხადებს, რომ სესხის მაღალი მაჩვენებელი არაფერზე მიუთითებს, მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სესხის მიზნობრიობაა. სრულწლოვანი მოსახლეობის 66%-ს სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, რომელიც ძირითადად, მოხმარებას ხმარდება და არა წარმოებას.
„მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სესხის მიზნობრიობაა, საქართველოში 2 მლნ 700 ათასი ადამიანია სრულწლოვანი, რომლიდანაც 66%-ს სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, იგი სამომხმარებლო ტიპისაა და არ ხმარდება წარმოებას. ჩვენ გვედავებიან ხოლმე, რომ სესხი კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ არის მიმართული.
უნდა ითქვას ისიც, რომ 760 ათასი პენსიონერი გვყავს და აქედან ყოველ მეორეს თუ არა, ყოველ მესამეს აღებული აქვს საპენსიო სესხი, რომელიც ხმარდება ძირითადად წამლებს, საკვებს და ა.შ. გარდა ამისა, ყოველ მეოთხე მსესხებელს აქვს ვადაგადაცილება და ვერ ახერხებს სესხის დაფარვას და ისიც ცუდია, თუ როგორ იზრდება ბანკებისთვის ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 77 მლნ იყო, 2019 წელს კი 85 მლნ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სესხის გადახდა უფრო და უფრო უჭირთ. 2018 წელს უფრო მეტი ადამიანი იყო ვისაც ვადაგადაცილება ჰქონდა, ვიდრე 2019 წელს, მაგრამ ამას ის ახსნა აქვს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, არამედ სესხების განულების პროგრამამ ჩამოწერა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ანა გოგოლაძემ.
სოციალური მდგომარეობის დღითი დღე გაუარესებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ვალთან ერთად ცხოვრება და ამასთან შეგუება ასწავლა, მას მერე რაც ბანკებმა ახალი რეგულაციები დააწესეს საზოგადოების დიდი ნაწილი კერძო მევახშეებისგან იღებს თანხას, რომელსაც ძალიან დიდი პროცენტი აქვს და საბოლოო, ჯამში ადამიანები ისეთ თანხებს ეჭიდებიან, რისი გადახდის უნარიც მათ შემდგომ არ აქვთ.
ნახევარი მილიონი მოქალაქე საქართველოში საბანკო სესხის გადახდას ვერ ახერხებს. ეროვნული ბანკიდან შიდა ინფორმაციამ გამოჟონა, საიდანაც ირკვევა, რომ მათ შორის არის 100 ათასი ადამიანი ვინც უპრობლემოდ ახერხებდა სესხის გადახდას 2018 წელს, ხოლო 2019 წელს მათი მდგომარეობა დამძიმდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს. ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ასევე 1,8 მლნ ადამიანიდან 500 ათასი ვერ ახერხებს საბანკო სესხის დაფარვას, ხოლო 111 ათასი ადამიანს სესხის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა ბოლო ერთ წელწადში შეექმნა.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის თქმით, 2019 წლის ბოლოს ყოველ მეოთხე მსესხებელს და თავდებით პირს აქვს ვადაგადაცილება.
„იმისთვის, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, ჩვენ უნდა ვერბრძოლოთ მიზეზს. მთვარი მიზეზი კი სიღარიბეა და გაჭირვებაა, თორემ ნამდვილად არავის ეხალისება ვალის აღება და ამ ვალის ვერ გადაუხდელობა“, - განაცხდა კეპულაძემ.
ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი კი ამბობს, რომ ახლა უკვე 111 ათასი ადამიანია ვისაც არ უფქისრდებოდოდა წინა წლის დავალიანება, ხოლო დღეს იმ სიაში შედიან, ვისაც გადახდის პრობლემა აქვს.
„ეს ნიშნავს კონკრეტულ პრობლემებს ან მსესხებელების კონკრეტულ ბიზნესს აქვს პრობლემა, ან სადაც მუშაობენ მათი სამსახურის განვითარების ტემპია შენელებული. საბოლოო ჯამში, ეს უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ეკონომიურ მდგომარეობას. ეს 111 ათასი ადამიანი მიემატა იმ სიას, ვინც ვეღარ ფარავს საბანკო დავალიანებას“, - აღნიშნა ეკონომიკის ექპერტმა.
ამ ხალხმა, სინდისის ქეჯნის გარეშე, გენოციდი მოუწყო თავის/ქართველ ხალხს თავისსავე ქვეყანაში... სულ ერთი მარტივი მიზეზით, რომ მათ შვილებს უზრუნველი და მირთმეული ცხოვრება ჰქონოდათ!
მხოლოდ ფულისთვის იკადრეს, რაც იკადრეს...მხოლოდ ფულისთვის!
მეეზოვე რომ შემოდგომის ფოთლებს აგროვებს, ისე მოაგროვა ივანიშვილმა ახლა ესენი.
იქ, სცენარში რა წერია, ამაზე საფიქრალი დროც არ მაქვს მაგრამ...
ახლა, თუ მაგათი ჩასანაცვლებლად, ახალგაზრდა და ასეთივე შუბლის-ძარღვ-გაწყვეტილი შეარჩიეს... (და სამწუხაროდ ასეთი ტენდენცია უფრო შეიმჩნევა... ) რა მნიშვნელობა აქვს მაგათ გვარ-სახელებს?!
პ.ს.რაღაც, ჩვენ თავსაც დავაბრალოთ...
მანდ ვინც როგორ შეძლო, ისე ჭამა...
ვინც ევროპელებს ჩაუარდა მუხლებში, იმათ, რაც მისცეს ის ჭამეს...
შრომისმოყვარეობის დეფიციტმა, რაღაც საშინელ ქართველებად ჩამოგვაყალიბა...ზოგი შინ და ზოგი გარეთ...
არადა ვფიქრობ, რომ ასე არ გვეკადრება!
ბოლო 30 წელი, ყველაზე უპასუხიმგებლო ქართველებმა, ვითომ პასუხისმგებლობა აიღეს დანარჩენ ქართველებზე... ეს უკანასკნელი კი მათთვის, მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური ციფრებია.. მამა-მარჩენალთან რომ სარფიანად ივაჭრონ!
ამ ხალხმა, სინდისის ქეჯნის გარეშე, გენოციდი მოუწყო თავის/ქართველ ხალხს თავისსავე ქვეყანაში... სულ ერთი მარტივი მიზეზით, რომ მათ შვილებს უზრუნველი და მირთმეული ცხოვრება ჰქონოდათ! მხოლოდ ფულისთვის იკადრეს, რაც იკადრეს...მხოლოდ ფულისთვის!
ახლა კი უნდათ კონსტიტუციის შეცვლა, რომ არჩევნებში მხოლოდ მათ, ე.წ. პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა (სინამდვილეში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა) და ქართველი ხალხი საერთოდ გამიჯნონ ხელისუფლებაზე ზემოქმედების საშუალებებიდან! მერე თითონ გადაწყვეტენ ერთის მხრივ რომელ ხულორდავას და ჩუგოშვილს, მეორეს მხრივ რომელ ნაყოფიას და ბასიშვილს შეიყვანენ პარლამენტში და მოუწყობენ ცხოვრებას!