ზვიად ძიძიგური - „ეს არის კრიმინალური ხელისუფლება“

ზვიად ძიძიგური - „ეს არის კრიმინალური ხელისუფლება“

(იბეჭდება შემოკლებით)

ზვიად ძიძიგური, პარლამენტარი:

„ეს არის კრიმინალური, ბანდიტური ხელისუფლება, როდესაც ადამიანების ერთ ჯგუფს უპირისპირებენ ადამიანების მეორე ჯგუფს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე ამთავრებ ხელისუფლებაში ყოფნას.

სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ ასე მთავრდება მისი მმართველობის პერიოდი და თვითონ უსვამს წერტილს.

როცა ძალადობას გეგმავს ხელისუფლება, მოსალოდნელია, რომ იგივე ძალადობას მიიღებს საპასუხოდ. აქ ხალხი სოციალურ გაჭირვებას ითმენს, მაგრამ ვიფიქროთ, ხალხო, როგორ უნდა გავუშვათ პოლიტიკურ სანაგვეზე რაც შეიძლება მოკლე გზით ეს ხელისუფლება“.

რეზო ესაძე, რეჟისორი:

„ჩემთვის დიდი უბედურებაა, რომ ყოველთვის მჭირდებოდა, ვიღაცის მხარეს ვყოფილიყავი.

უკვე 20 წელი გავიდა ამ ამბებში, გაუთავებლად ერთი და იგივე ხდება. მეცოდება ეს ხალხი. მრცხვენია ქვეყანაზე რომ ვცოცხლობ.

„ვარდების რევოლუციის“ დროს აქტიურად ვმონაწილეობდი მოვლენებში, მაგრამ არ ველოდი, რომ ასე ცუდ, საშინელ დღეში აღმოჩნდებოდა ხალხი.

რად მინდა ის გზა, თუ იმ გზაზე გამართულმა კაცმა არ იარა“.

ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი:

„დავიღალე, ჭკუაზე გადავდექი.

ჩემი თაობის ღვაწლმოსილი ხალხის ლანძღვა რომ დაიწყეს და დღესაც არ დამთავრებულა.

გაულანძღავი არ დარჩათ არც ერთი სფერო, არც ერთი ფენა. ვიდრე ჩვენს ლანძღვას და ჩვენზე საუბარს დაიწყებენ, თავის რიგებს და ოჯახებს გადახედონ“.