გაუმარჯოს მეფე ბატონს!

გაუმარჯოს მეფე ბატონს!

(იბეჭდება შემოკლებით)

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი:

„უკვე მეორე ათასწლეულია, ქართველი ადამიანისთვის ბაგრატოვანთა გვარი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქართველ მეფეთა აბსოლუტური უმრავლესობა ხალხზე ბევრად უფრო მდიდრად არასდროს ცხოვრობდა და ამიტომაც ქართული სახელმწიფოს სიმბოლოს დაფინანსება ბიუჯეტს გაცილებით ნაკლები დაუჯდება, ვიდრე, თუნდაც, დღევანდელი პრეზიდენტისა.

მაგრამ ამონაგები, რომელსაც ჩვენ კონსტიტუციური მონარქიისა და საპარლამენტო მმართველობის მოდელიდან მივიღებთ, გაცილებით დიდი იქნება - ქვეყნის ყველა მოქალაქის ლოიალობა სახელმწიფოს და მისი მთავარი სიმბოლოს, მეფის მიმართ.

სწორედ ამიტომაც აუცილებლად მივიჩნევ, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მზადება კონსტიტუციური მოწყობის რეფერენდუმისთვის.

მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ხმა მივცე კონსტიტუციურ მონარქიას.

გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს მეფე ბატონს!“.