„ასეთი კოლონიალური დამოკიდებულება ახასიათებდათ ამ ოპოზიციის მშობლებსაც, როდესაც ერთგულად ემსახურებოდნენ მოსკოვის პარტელიტას“

„ასეთი კოლონიალური დამოკიდებულება ახასიათებდათ ამ ოპოზიციის მშობლებსაც, როდესაც ერთგულად ემსახურებოდნენ მოსკოვის პარტელიტას“

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან „დაზავება“ შესაძლებელია და, სანამ ქართული დელეგაცია არ ჩამოვა ამერიკიდან, მანამდე ვერ ვიტყვით, რატომ მოუნდათ კონგრესმენებს ასეთი წერილების დაწერა. ქართული დელეგაცია არჩილ თალაკვაძის ხელმძღვენელობით ვაშინგტონში გამგზავრებამდე საკუთარ გზავნილს უტოვებს ოპოზიციას. არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს უმარტავს, რომ კონგრესმენების წერილებს სულაც არ სჭირდება დამატებითი მთარგმნელები ოპოზიციის მხრიდან და ეს წერილები „ქართული ოცნების“ მხრიდან მიღებულია, როგორც მეგობრების მოსაზრებები.

რას ნიშნავს კონგრესმენთა ორკესტრირებული შეტევა „ქართულ „ოცნებაზე“, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე ესაუბრა.

რას გვაფიქრებინებს კონგრესმენთა ზეაქტიურობა? ეს არის მომეტებული ინტერესი საქართველოს მიმართ, თუ, პირიქით, ამერიკას გაუნელდა ინტერესი ჩვენს მიმართ და, „თუ ასე გაგრძელდა, გადახედავს ურთიერთობას საქართველოსთან?“
- ამერიკის შეერთებული შტატები არის ზესახელმწიფო, მას მთელ მსოფლიოზე აქვს გავლენა, ასევე, გავლენა აქვს თავისი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაზე. არაერთხელ გვინახავს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები, მისი პრეტენზიები და მკაცრი ტონალობა პარტნიორების მიმართ. ეს პრეტენზიები ყველაზე მეტად მჟღავნდება სწორედ ამ ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა საქართველოს მიმართ ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულებაა. ეს დამოკიდებულება კონკრეტულ ფაქტებშია გამოხატული, მათ შორის, ორპარტიულ მხარდაჭერაშიც. მოგეხსენებათ, „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის უპრეცედენტო დაძაბულობაა იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ამისდა მიუხედავად, ერთსულოვანი იყო თავდაცვის ბიუჯეტში ჩანაწერი და დახმარება აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ, რაც უპრეცედენტო ნიშნულზეა. საუბარია კონკრეტულ თანხაზე. გარდა ამისა, არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე, უპრეცედენტო მხარდაჭერაა და ფინანსური სანქციები შეეხება ყველა იმ ქვეყანას, ვინც გაბედავს და აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. ამანაც გამოიღო შედეგი და მომავალშიც გამოიღებს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ვენესუელაც უკან წაიღებს აღიარებას და ნიკარაგუაც. რაც შეეხება სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ნიშნული, რასაც აღნიშნავს ყველა მაღალი თანამდებობის მქონე პირი, იქნება ეს პომპეო, სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენელი თუ ნებისმიერი ელჩი. ცალკეული კონგრესმენების განცხადებებთან დაკავშირებით კი მოგახსენებთ, რომ ამერიკა დღეს არის ლიბერალური იმპერია, 500-მდე კონგრესმენი ძალიან გავლენიანი პირი გახლავთ, რომელთაც ყველაზე დიდი ობიექტური შესაძლებლობა აქვთ მსოფლიოში. აშშ-ის კონგრესმენს შეუძლია ცალკეული ქვეყნების, ცალკეული მიმართულებების ბედის გადაწყვეტა. ამდენად, კონგრესმენები სარგებლობენ ამ თავისი გავლენით და ხშირად გვევლინებიან გარკვეული კომპანიების ლობისტებად, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამად „ფრონტერას“ ლობირება მიმდინარეობს. მთავარი კითხვაა ამასთან დაკავშირებით, როდესაც ასეთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია რამდენიმე ათეული წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წლიდან წლამდე აკეთებს განცხადებებს, რომ ხან ერთ ტერიტორიაზე, ხან მეორეზე აღმოჩენილია გაზისა და ნავთობის საბადოები, ეს ინფორმაცია ტრიალებს, როგორც ბიზნესსიახლე სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით და ამ კომპანიის აქციები ძვირდება, ეს ჰგავს თაღლითობას. ეს უფრო, ალბათ, ამერიკის ხაზინის საქმეა. ფაქტია, რომ ამ კომპანიას ცუდი რეპუტაცია აქვს, შარშან გაათავისუფლა თანამშრომლები და არც გადაუხადა კომპენსაცია და დავალიანებები. ეს არის პრეტენზია, რომელიც შეიძლება წაეყენოს იმ კონგრესმენებს, რომლებიც ლობირებენ არაკეთილსინდისიერ კომპანიას, მაგრამ ეს სხვა დონეზე და სხვა ტიპის განსახილველი საკითხია. უბრალოდ, მე არ მესმის ოპოზიციის ნაწილის, რომელიც ვერ მალავს თავის აღფრთოვანებასა და სიხარულს, როცა კონგრესი მათ ქვეყანას აკრიტიკებს. თავი დავანებოთ იმას, რომ ეს დიდწილად უსამართლო კრიტიკაა. ეს არის მენტალობა, რომელიც არ იცვლება. ასეთი სერვილური, მონური, კოლონიალური დამოკიდებულება ახასიათებდათ ამ ოპოზიციის მშობლებსაც, როდესაც ასევე ერთგულად ემსახურებოდნენ მოსკოვის პარტელიტას, პატაკებს აბარებდნენ და ითხოვდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. დღეს ისინი ლიბერალკომკავშირლებად გვევლინებიან და მათი დევიზია, რაც უარესია ქვეყნისთვის, ის უკეთესია მათთვის. მათ არ აინტერესებთ, კონგრესმენი რამდენად სწორ ინფორმაციას ეყრდნობა, რამდენად არის კეთილსინდისიერი, როდესაც პრეტეზიას უყენებს ჩვენი ქვეყნის მთავრობას. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არაფერი აინტერესებს.

შესაძლოა, ცალკეული კონგრესმენები პირადი დაინტერესებით არიან მიბმულნიფრონტერასთან“, მაგრამ სხვა კონგრესმენებსაცფრონტერასინტერესი აქვთ? თუ არის სხვა ინტერესები, არის ობიექტური რეალობაც, ან ვინმეს ხელწერა, რამაც ისინი აიძულა, ეპისტოლარულ ჟანრში გაეგრძელებინათ ურთიერთობა ჩვენს ხელისუფლებასთან?

- ამერიკაში თავმოყრილია სხვადასხვა ჯგუფთა ინტერესები. ეს რომ დაგეგმილი პიარკამპანიაა, ამაზე მეტყველებს ალგორითმი - ჯერ ერთი წერილი, შემდეგ მეორე წერილი, ანუ ჩვენ არ ვხედავთ ჯგუფურ წერილს, ჩვენ ვხედავთ ცალკეული კონგრესმენების წერილებს, თითქოს ვიღაც წვეთ-წვეთად გარკვეული თანმიმდევრობით გვაწვდის ამ წერილებს, რომ რაც შეიძლება მეტად გაიწელოს დროში, რაც შეიძლება მეტ აკუმულატიურ ეფექტზე იყოს ილუზიის შექმნა, თითქოს რაღაც დაგროვდა. ეს არის ილუზიის შექმნა, რომ ლამის მთელი კონგრესი და მთელი სენატი ნეგატიურადაა განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თავისთავად, ეს არის ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიაში ჩართულნი არიან პოლიტიკური ლობისტები, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მათ სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებთ, ზოგ კონგრესმენს ამოძრავებს „ფრონტერას“ ინტერესი, ზოგი დაკავშირებულია ატლანტიკურ საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა უფრო მეტადაა ძლიერი.

ქართულ ოცნებასარ აქვს გავლენები?

- „ოცნებას“ საერთოდ არ აქვს ეს გავლენები. „ოცნებას“ სუსტი პოზიციები აქვს აშშ-ის ლობისტებში, „ოცნებას“ ჰყავს ცოტა მომლაპარაკებელი, სპიკერი საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კომპლექსში, ეს ყველაფერი ქმნის ასეთ ვითარებას.

როგორ უნდა გამოასწოროს სიტუაციაქართულმა ოცნებამ?“ ახლა საუბარია არჩილ თალაკვაძის ამერიკაში გაგზავნაზე, საუბარია იმაზეც, რომ გახარიას ვაშინგტონში ჩასვლა შესაძლოა, გამოსავალი იყოს.

- ბუნებრივია, „ოცნებამ“ უნდა განახორციელოს გარკვეული კონტრმოქმედებები. უკეთესი იქნებოდა, საქართველოში მოეწვიათ კონგრესმენები, ან თავად ჩასულიყვნენ ამერიკაში. კომუნიკაცია დასამყარებელია. საპანიკო არაფერია, ეს მონური აღტაცება, რაც ახასიათებს ოპოზიციის გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ამის კონსტანტირებაც უნდა მოხდეს და უნდა მოხდეს ცალკეულ კონგრესმენთა უფრო აქტიური მხილება, უნდა იყოს მკაცრი ტონი იმ კონგრესმენთა მიმართ, ვინც პირდაპირ არ მალავს და მოითხოვს ჩარევას ჩვენს შიდა საქმებში, ქართულ შიდა პოლიტიკურ პროცესებში. როდესაც კონგრესმენი საუბრობს ჩვენი ოპოზიციის მხარდაჭერაზე, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, ვინც არ უნდა იყოს იგი, მით უფრო, სტრატეგიული პარტნიორი. ცალკეულმა კონგრესმენმა უნდა იცოდეს, რომ ამით ჩრდილს აყენებს სტრატეგიულ მეგობარს, ჩრდილს აყენებს ძალზე პოზიტიურ უპრეცედენტო ხარისხის მქონე ურთიერთობებს და უფრო მეტად ავნებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ვიდრე საქართველოს ინტერესებს. თავისმა ბიზნესინტერესმა, ან გარკვეულმა პოლიტიკურმა ინტერესმა, რომელიც პოლიტიკურ ლობიზმსა და ოპოზიციასთან კავშირებს უკავშირდება, არ უნდა ავნოს ამ ურთიერთობებს. რაც მთავარია, ეს არ უნდა აზიანებდეს ამერიკის იმიჯს. არა მგონია, კონგრესმენთა ასეთი დამოკიდებულება კარგად აისახოს საზოგადოებრივ განწყობებზე, რომლითაც იზომება პროდასავლური კურსის მხარდაჭერა.

 

 

DDDzia პოლიტანალიტიკოსო, ვაკა გორგილაძევ!

საიდან ასეთი მონური მენტალიტეტი?
"ამერიკის შეერთებული შტატები არის ზესახელმწიფო" - რომის იმპარია უფრო მაგარი ზესახელმწიფო იყო, მერე სადაა ახლა რომის იმპერია?
"არაერთხელ გვინახავს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები, მისი პრეტენზიები და მკაცრი ტონალობა პარტნიორების მიმართ" - მარტო პარტნიორების მიმართ? ჩრდილოეთ კორეის და ირანის მიმართაც, მაგრამ რა მოსჭამა ამ "ზესახელმწიფომ" ან ერთს, ან მეორეს?
"„ასეთი კოლონიალური დამოკიდებულება ახასიათებდათ ამ ოპოზიციის მშობლებსაც, როდესაც ერთგულად ემსახურებოდნენ მოსკოვის პარტელიტას“ - მარტო ამათ? ჟორდანიას მთავრობას არ ახალიათებდა, როდესაც გერმანიან კოლონიალური ხელშეკრულება დაუდო? ჟორდანიასა და რუსეთამდე, არ ახალიათებდათ ჩვენს მეფეებს, რომლებმაც მე-14 საუკუნიდან ფაქტიურად დაკარგეს დამოუკიდებლობა და ირანის თუ ოსმალეთის შაჰების და ფაშების ნებართვით ინიშნებოდნენ მეფეებად? ან რა მეფეები იყვნენ ისინი? უფრო შაჰისნაცვლები, ან ფაშისნაცვლები. მეტი არაფერი.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვალერიანმა ქლესობაში წააცილა მათ ვისაც აკრიტიკებს!
4 წლის უკან
trampi ბიზანტია....არაბეთი ................. სელჩუკები................. მონგოლები ............... სპარსელები.....რუსეთი.......... სსსრ-ი......ხოოოდა ესენი ვისღა დაჰკარგვიან????
ზნაჩიტ ესენიც............. ზედ მიჰყვებიან!!!!
ხოოოდა .............................................................. იქაც ბანტიიიიი
იძახონ მაგრები ვაააართო!!! იძახონ.....!!!!
დრო-ჟამი საქართველოს გარდა ყველას გააატიალებს
რათაააა ???
იმიტომ ....... იმიტომ ...............იმიტომ ......
აქ ადრე ძააან ბევრი მაგარი იუზერი გვყავდა, ..(.არ ვასახელებ .. მაშინ ეს საიტიც ძააან მაგარი იყო.)...ჰოოოოდა .ეს მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა თქო(შინააარსი)-------------------ცოტნეს ქველობა მონგოლებმაც კი დაააფასეს.....მიუხედავად იმისა რომ ისინი მომთაბარეეები იყვნვნენ, რაღაც ფასეულობების განცდა დაჟე მათაც კი ჰქონდთო და ესენიიიი......ესენი საერთოდ ვინ არიან, ამათ რაზე ველარაკოთ, ამათ საერთოდ წმინდა არაფერი არ გააჩნიათოოოო......
ხოოოდა სწორედ აი ეს წმინდანები არიან ჩვენი მეგობრები(ნაცების).... აი ესენი.....
და მათგან თქვენ რამე ხეირს ელოდებიიიით???
მეტი არ იყოს საქართველოს მტერი და................................................... იმრავლოს ქუნემ კოლუმბმა
4 წლის უკან
ზურაბი ყველას გვინდა თავისუფალ სამყაროში ცხოვრება, მომწონს შეერთებული შტატები,მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი სამშობლო,ისევე როგორც ამერიკელებს საქართველოსთან შედარებით უყვართ,ამერიკა. დაეყრდნონ ნორმალურ ხალხს ჩვენს ქვეყანაში და ნუ ეცდებიან თავს მოგვახვიონ ისეთი ძალები,რომლებიც ქართველებზე ექსპერიმენტის ჩატარება სურთ. მხარი დაუჭირონ ჩვენს პატრიოტ, ნორმალურ ხალხს.
4 წლის უკან