„კისინჯერი ამბობდა, ამერიკაში ორი სენატორი რომ წაეკიდება ერთმანეთს, აფრიკაში 2 მილიონი კაცი იხოცებაო, ამერიკელებს იმაზე მეტი ინსტრუმენტები აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია“

„კისინჯერი ამბობდა, ამერიკაში ორი სენატორი რომ წაეკიდება ერთმანეთს, აფრიკაში 2 მილიონი კაცი იხოცებაო, ამერიკელებს იმაზე მეტი ინსტრუმენტები აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია“

„აშშ-ის გავლენიან წრეებს აქვთ მოტივი საქართველოში მათთვის სასურველი რეალობის მისაღებად. ამ წერილებს აქვს განგრძობითი და აღმავალი ხასიათი. შემდეგი, ალბათ, სენატის უმრავლესობის ლიდერის მიტჩ მაკკონელის წერილი გახდება, რასაც ტრამპის „ტვიტი“ შეიძლება მოჰყვეს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

თქვენი შეფასებით, კონგრესმენთა წერილები პირდაპირ კავშირშია ამერიკის შიდა პოლიტიკურ ბრძოლასთან. რას გულისხმობთ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში და ამ წერილების ქვეტექსტი რა არის?

- ყველა ამ წერილში ქვეტექსტი აშკარად იგრძნობა. კონგრესმენთა წერილებში ნახსენებია ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზაქცია, რომელიც მოხდა 2012 წელს და ეს მოხსენიებულია დადებით კონტექსტში, როგორც ქართული დემოკრატიის გამარჯვება. სამწუხაროდ, ეს ნარატივი დამკვიდრებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ამან უკვე ისეთი ხარისხი მიიღო, რომ ამაზე ოფიციალურ დონეზე აღარ დავობს საქართველოს ხელისუფლება. სინამდვილეში, ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების არანაირი მშვიდობიანი ტრანზაქცია არ უნდოდა და ამისთვის არსებობდა ციხის კადრები, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და ხალხის აქტიურობა, რამაც „ნაცმოძრაობა“ აიძულა, წასულიყო ხელისუფლების დათმობაზე. ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია, ამიტომ ამ ნარატივის დაშვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იდეოლოგიური შეცდომა იყო.

მეორე, რაზეც კონგრესმენები ამახვილებენ ყურადღებას, ეს არის „ფრონტერას“ საკითხი. „ფრონტერას“ თემა განიხილება საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებად. ცხადია, „ფრონტერა“ იმ კონტექსტში, რომელშიც მას ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები მოიხსენიებენ, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც სანიმუშო ინვესტორი საქართველოს ეკონომიკაში - მრავალი მიზეზის გამო. ის არ არის კარგი რეპუტაციის მქონე კომპანია. მესამე, რაზეც კონგრესმენები და სენატორები ამახვილებენ ყურადღებას, ანაკლიის პორტია. ამასთან დაკავშირებით კომიკური სიტუაციაა, რადგან თავის დროზე, მშრალი მოწოდებების გარდა ჩვენ ვერ დავინახეთ რაიმე ტიპის ამერიკული ინვესტიციის განხორციელების სურვილი. იყო მხოლოდ მოწოდება, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარ თავზე აეღო რისკები, რომელიც დაკავშირებულია ამ პორტის დატვირთვასთან. ამდენად, ამ შემთხვევაში, გაუგებარია ამერიკული მხარის კრიტიკა.

მეოთხე, კონგრესმენები საუბრობენ მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი სასტიკი მოპყრობაზე, რაც პარადოქსია. ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად უპრეცედენტო მოვლენასთან, რადგან მშვიდობიან დემონსტრანტებად განიხილებიან პარლამენტში შეჭრის მოსურნე ადამიანები. ხელისუფლების მხრიდან მინიმალური ძალის გამოყენება კი სასტიკ მოპყრობად განიხილება და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ ასეულობით მსხვერპლს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიცაა ერაყი, ირანი, ჩილე, ჰონკონგი. ასევე, საუბარია მედიის მიტაცებაზე, რუსულ ვექტორზე და ა.შ. პარადოქსი ის არის, რომ, პარალელურად, ზუსტად ამ ხელისუფლების დროს გადაიდგა მთელი რიგი ნაბიჯები, გავიხსენოთ თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასოცირების ხელშეკრულება, ნატოსთან თანამშრომლობა, რაც ყველაზე მაღალ ხარისხშია აყვანილი. იმავე აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს მხარდაჭერის უპრეცედენტო ორპარტიული აქტი, რისთვისაც სოლიდური თანხა გამოიყო. რაც მთავარია, იმ კონგრესმენთა უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიმართ ამ მიზეზების გამო გამოხატავენ გულისწყრომას, გახლავან აზერბაიჯანის მხარდაჭერის ჯგუფის წევრები.

ამ კონგრესმენებს აზერბაიჯანული დემოკრატია უფრო მოსწონთ?
- ზუსტად ეს არის ერთგვარი გროტესკი, პარადოქსი. აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელი ხალხის არჩევანს ჩვენ პატივს ვცემთ, ნებისმიერი ქვეყანა თვითონ უნდა ზრუნავდეს თავის პოლიტიკურ მოწყობაზე, მაგრამ საოცარია, რომ ეს კონგრესმენები ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ მაშინ, როდესაც იწონებენ აზერბაიჯანის დემოკრატიას.

ფაქტია, რომ საგარეო მიმართულებაში სერიოზული ჩავარდნა აქვს ჩვენს ხელისუფლებას. არჩილ თალაკვაძე აპირებს კონგრესმენებთან შეხვედრას, დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ვიზიტები ვაშინგტონში, ექნება პირისპირ შეხვედრები კონგრესმენებთან, სენატის წევრებთან, ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. აპირებს, ამერიკელ კოლეგებს დაუმტკიცოს, რომქართული ოცნებაის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. ასეთი გამოფხიზლება დაგვიანებულია?

- ეს არის სისტემური ჩავარდნა და საჭიროა სასწრაფო ღონისძიებების განხორციელება. ვიზიტები დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელია. ეს არ არის საკმარისი, სისტემური მუშაობა იყო აქამდეც საჭირო და ახლაცაა დასაწყები ეს მუშაობა. საჭიროა რადიკალური ცვლილებები, მათ შორის, საკადრო ცვლილებებიც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, რადგან ეს ჩავარდნაა. ზოგიერთებმა ეს აღიქვეს, თითქოს კონგრესმენების გზავნილი არ არის სერიოზული. სინამდვილეში, ძალიან სერიოზულია. იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც სენატორი რიში „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელია და გახლავთ საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე სენატში, ეს უკვე „სერიოზული გასროლაა“. მანამდეც იყო გამაფრთხილებელი გასროლა, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მიექცა. თუ ეს ეპისტოლარული ომი ავიდა უკვე „რესპუბლიკური“ უმრავლესობის ხელმძღვანელის დონეზე, მერე ამას შეიძლება მოჰყვეს ტრამპის რეაქცია.

სენატორი რიში ახსენეთ, რომლის წერილსაც სააკაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბევრი წერილი მოვიდა ამერიკის კონგრესიდან, მაგრამ სენატორ რიშისა და შაჰინის წერილები მძიმე საბრალდებო დასკვნაა, რადგან ესენი არიან ავტორიტეტის მქონე ამერიკელი მოღვაწეები. უკვე გამოითქვა ეჭვი, განა შეიძლება კონგრესმენებისა და სენატორებისმართვაოპოზიციას მიავწეროთ?

- მოგეხსენებათ, ამერიკაში არსებობს ლობისტური კომპანიები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ამერიკელ კონგრესმენთა „მართვა“ ოპოზიციას არ უნდა მივაწეროთო, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში ყველა მუშაობს. ეს არის სამყაროს გლობალური ცენტრი, გლობალური ძალა და ჯერ კიდევ კისინჯერი ფიგურალურად ამბობდა - ამერიკაში ორი სენატორი რომ წაეკიდება ერთმანეთს, აფრიკაში 2 მილიონი კაცი იხოცებაო, - ამ რეალობას თუ არ გავითვალისწინებთ, დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ამერიკელებს ინსტრუმენტები იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. გასაგებია, ჩვენი საზოგადოებრივი აზრის მდგომარეობაც. მიუხედავად იმისა, რა განწყობა აქვს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაში დიდ გულისწყრომას იწვევს ასეთი ტიპის უხეში ჩარევა. ეს გულისწყრომა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკით კი არ არის განპირობებული, არამედ იმ რეალობის არაადეკვატური ახსნით, რომლითაც გამოირჩევა კონგრესმენთა წერილები და, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციური კონგლომერატის გამოცხადება ხალხის ნების გამომხატველად. ზუსტად ეს არის საქართველოს მოსახლეობის გულისწყრომისა და ანტიამერიკული განწყობილების გაღვივების აშკარა მიზეზი, ამის შედეგს ვხედავთ და დავინახეთ კიდეც, რამდენი ადამიანი მივიდა ამერიკის საელჩოსთან. ეს საშიში მოვლენაა, რადგან ყველაზე ნაკლებად ჩვენ გვჭირდება დისკომუნიკაცია და გაუგებარი დამოკიდებულება აშშ-სთან. ამერიკის ინტერესები ამით დიდად არ დაზარალდება, მაგრამ დავზარალდებით ისევ ჩვენ. ამიტომ ანტიამერიკული გრძნობების გამოხატვისგან თავი მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ. უნდა შევეცადოთ, მივიტანოთ ჩვენი აზრი ამერიკელებთან, საამისოდ არებობს უამრავი ინსტრუმენტი, უნდა ავამოქმედოთ ყველა რესურსი. უნდა გავითვალისწინოთ ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ვიმყოფებით. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სურს ჩვენს ოპოზიციას და მათ უკან მდგომ ძალებს ხელი მოითბონ, რაც საქართველოში უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს.

 

tngh "ევროკავშირის" რეზოლუცია ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსესუსისკენ მოუწოდებს, და არა "ნაც-ოპოზიციის" მავნედ აკვიატებული ულტიმატუმის შესრულებისაკენ...
4 წლის უკან
tngh "ევროკავშირის" რეზოლუცია ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსესუსისკენ მოუწოდებს, და არა "ნაც-ოპოზიციის" მავნედ აკვიატებული ულტიმატუმის შესრულებისაკენ...
4 წლის უკან
tngh "ევროკავშირის" რეზოლუცია ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსესუსისკენ მოუწოდებს, და არა "ნაც-ოპოზიციის" მავნედ აკვიატებული ულტიმატუმის შესრულებისაკენ...
4 წლის უკან
tngh "ევროკავშირის" რეზოლუცია ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსესუსისკენ მოუწოდებს, და არა "ნაც-ოპოზიციის" მავნედ აკვიატებული ულტიმატუმის შესრულებისაკენ...
4 წლის უკან
tngh "ევროკავშირის" რეზოლუცია ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსესუსისკენ მოუწოდებს, და არა "ნაც-ოპოზიციის" მავნედ აკვიატებული ულტიმატუმის შესრულებისაკენ...
4 წლის უკან