„ერთ მხარეს არის სახელმწიფო და მეორე მხარეს არის ნაცების კორპორაცია, ეს არის ქართველი ერის პრობლემა“

„ერთ მხარეს არის სახელმწიფო და მეორე მხარეს არის ნაცების კორპორაცია, ეს არის ქართველი ერის პრობლემა“

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ზიგზაგები და გადაცდომები აქვს, მაგრამ ამ ვითარებაში მას საქართველოში ალტერნატივა არ ჰყავს. მისი თქმით, NDI-ის მიერ გამოქვეყებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ანალიზი უნდა ახლდეს და გვაძლევდეს ინფორმაციას, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც დღეს პასუხს არ იძლევა, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, საითკენ გადაიხრება.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად 54%- არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლი, თუმცა თუ გავითვალისწინებთნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელოვნურად გაზრდილ რეიტინგს, გამოდის, გაცილებით მეტ ამომრჩეველს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. თუნდაც 54% იყოს, რამდენად დიდია ეს რიცხვი, მით უმეტეს, რომ საარჩევნო წელია?

დავით ზარდიაშვილი: რა თქმა უნდა, დიდი მაჩვენებელია, რადგან ნახევარზე მეტია ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა, მაგრამ ამ კვლევის შედეგებიც ხომ საკამათოა. იცით საქმე რა არის? - სოციოლოგიურ კვლევაში არსებობს ალოკაციური კვლევების მეთოდოლოგია და ეს რას ნიშნავს? - ეს 54% არჩევნებზე წავა? თუ იმ ამომრჩეველთა რიცხვი მეტია, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს დაახლოებით იგივე პროპორციებით გადანაწილდება, რაც იმ რეიტინგებში ჩანს.

რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისე გადაანაწილებს თავის ხმებს, როგორც გადაწყვეტილი ამომრჩეველი გააკეთებს. ეს ალოკაციური კვლევები არის ხოლმე, რაც ერთ-ერთი სერიოზული ნაკლია. NDI-ის მიერ გამოქვეყებული ამ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ანალიზი უნდა ახლდეს და უნდა გვაძლევდეს ინფორმაციას, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც დღეს პასუხს არ იძლევა, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, საითკენ გადაიხრება. ამის ანალიზი არ ჩანს ამ კვლევებში.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი პრობლემას არ წარმოადგენს პარტიებისთვის?

- პარტიებისთვის იმდენად პრობლემა არ არის, პრობლემა უფრო კვლევის მეთოდოლოგიასთან არის. აქედან ჩანს, რომ ზოგადად, ქართული პოლიტიკის მიმართ, მთლიანობაში, გაიზარდა უნდობლობა, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა არის ამდენი. ეს რას ნიშნავს - გულგრილი გახდა ამომრჩეველი, პარტიების მიმართ მისი დამოკიდებულება არის გაციებული.

თუმცა, არც ეს არის საბედისწერო, როგორც შეიძლება თავის დროზე ყოფილიყო, როდესაც დიდი გარდამტეხი ცვლილებები ხდებოდა. მაგალითად - 2012-1991- 2003 და ა.შ. როცა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა არის დიდი, არ უნდა არსებობდეს ასეთი მოლოდინი, რომ რაღაცა გარდამტეხი ცვლილებები არის მოახლოებული. არ არის ასე, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ბევრია, ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებისთვის არის მძიმე.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ეს კატეგორია ძალიან მნიშვნელოვანიაქართული ოცნებისთვის“, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პარტიისთვის. ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ მიიზიდოს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა?

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა პარტიებისთვისაც, რადგან ვინც საარჩევნო ბრძოლაში აპირებს ჩაბმას, ბრძოლა იქნება ამ 54%-ზე, შეიძლება მეტიც არის, ან ნაკლებიც, რადგან ამის ობიექტური მონაცემები ჩვენ არ გვაქვს, რადგან არ ვენდობით ამ NDI-ის კვლევას. რა თქმა უნდა, ბრძოლის მთავარი ველი იქნება მეტი ელექტორატის მიზიდვა საკუთარი პარტიული პროგრამისკენ, რომ საკუთარი პროგრამით მიხვიდე ხალხთან და რაც შეიძლება ბევრი მომხრე გყავდეს. ეს იქნება „ქართული ოცნების“ ამოცანა, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში შეძლოს ისეთი პროგრამის გამომუშავება, რაც ხალხისთვის იქნება მისაღები და მეორე, ზუსტად მიიტანოს იქ, სადაც საჭიროა. გამოყენებული იქნება ყველა რესურსი ამისთავის, რომ ამომრჩევლამდე მივიდეს ეს ყველაფერი. რესურსების თავლსაზრისით თუ შევადარებთ ერთმანეთს მოქმედ პარტიებს, ცხადია, დიდი რესურსი აქვს მოქმედ პარტიას.

რა არის მთავარი - ის რეიტინგები, რომელიც გამოქვეყნდა, გვაჩვენებს, რომ დაახლოებით 2-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ისევ მოხდა ორი დიდი ბანაკის ჩამოყალიბება, რისკენაც მიდის საქმე არჩევნების წინ, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, საუბედუროდ, რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად.

ის, რომნაციონალური მოძრაობარჩება მთავარ პოლიტიკურ ძალად, სწორედ ამას საყვედურობს ამომრჩეველიქართულ ოცნებას“...

- რასაკვირველია, „ქართულ ოცნებას“ აქვს ბევრი ზიგზაგები და ბევრი გადაცდომა, მაგრამ ამ ვითარებაში მას საქართველოში ალტერნატივა არ ჰყავს.

არ ჰყვს იმიტომ, რომ მისთვის ხელსაყრელია ოპონენტად ჰყავდესნაციონალური მოძრაობა“? „ქართულ ოცნებასსაყვედურობენ იმას, რომ ხელს უშლის პოლიტიკური ძალების განვითარებას...

- მაგალითად, ავიღოთ „ლელო“, რა თქმა უნდა, ხაზარაძე-ჯაფარიძის რესურსები ვერ შეედრება ბიძინა ივანიშვილის რესურსებს, მაგრამ არცთუ ისე უმნიშვნელო რესურსი აქვთ. მათ შეუძლიათ, რომ კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პარტია შექმნან, მაგრამ ადგნენ და ჩაეწერენ ნაცების კორპორაციაში, მათი მომხრეა და მათი მიმართულებით მოძრაობენ. „ლელოს“ პოლიტიკური მესიჯები ერთი-ერთში ემთხვევა ნაცების პოზიციას. ასე რომ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ უშლის ხელს „ოცნება“ ახალი პოლიტიკური ძალის განვითარებას, ზღუდავს ვინმეს, თუ რა ხდება - ეს არის სპეკულაცია. „ქართული ოცნება“ კი არ უშლის, სანამ ნაცები არიან, სანამ ეს დესტრუქციული ძალა არსებობს, ესაა პრობლემა.

ნაციონალები, რომ ამ სახით არსებობენ, ეს არ არისქართული ოცნებისდამსახურება?

- გასაგებია. ეს რთული პროცესია და ცხადია, რომ სისხლის სამართლის საქმეებში არის ხარვეზები, ჩადენილი დანაშაული დროულად ითხოვს პასუხს, მაგრამ ეს არ ხდება. ცხადია, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ის არის, ბოლო არჩევნების შედეგებს თუ შეხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ დიდი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. ძალიან ბევრი ხალხი ისევ მას აძლევს ხმას. სიტუაცია საბოლოოდ არ არის გადატეხილი, ნახეთ რა ხდება - არსებობს ერთი მხარე, რომელსაც „ოცნება“ და ივანიშვილი განასახირებს, რომ წარმოვიდგინოთ, ივანიშვილი ერთგვარი აქაური ტრამპია, ხოლო მეორე მხარეს არის ეს ლიბერალური კორპორაცია. ჯერ კიდევ 2000 წელს აცხადებდა ჭიაბერაშვილი, რომ მსოფლიო გლობალურ ტენდენციებში უნდა ჩავეწეროთ და შევქმნათ ლიბერეალური წესრიგი - სტაბილური ავტოკრატია გვჭირდებაო. რას აკეთებენ ნაცები, ყველა თავის მომხრეს თავის კორპორაციაში პირდებიან ადილს. თავის დროზე სააკაშვილმა თქვა: აბა, ჩემს მატარებელს შემოახტით, თორემ მერე წავა და დარჩებითო. ესენი ჩვენ რიგით მოქალქეებს, მათ მიმართ არანეიტრალურად განწყობილ ადამიანებსაც კი არ თვლიან მოქალაქეებად. ისინი ჩვენ გვიყურებენ როგორც ზედმეტ ადამიანებს, იბრძვიან თავიანთი კორპორაციის გაბატონებისათვის.

რასაკვირევლია, ნებისმიერი ოპოზიციურად განწყობილი პარტიის მიზიდულობის ცენტრი იქნება მათ მხარეს, რადგან ისინი არიან ყველაზე ენერგიულები, ყველაზე ქმედითები და ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი რესურსებით. ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“, უკეთესს კი არ ქმნის, გარბის ნაცებისკენ, რატომ? - იმიტომ, რომ მათ რესურსი და საშუალებები აქვთ იმისათვის, რომ რაღაცა „წარმატებას“ მიაღწიონ.

ანუ, „ნაციონალური მოძრაობისფინანსური რესურსი განაპირობებს იმას, რომ ვერ შეიქმნა მესამე პოლიტიკური ძალა?

- რა თქმა უნდა. რა ქნას „ოცნებამ“, დადგეს და სისხლის სამართლის სამქეებით გაანადგუროს ეს პოლიტიკური ძალა? ვერ იზმას ამას, ვერ გააკეთებს, იმიტომ, რომ მათ ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და არ გამოვა. მაშინ იგივე გზაზე უნდა დადგეს, რა გზაზე იდგნენ თავის დროზე ნაციონალები, როდესაც ყველა პოლიტიკური ოპონენტი მოსპეს. ასე არ გამოვა, ამიტომ იძულებული ვართ, ამ ბრძოლაში ვიყოთ. ერთ მხარეს არის სახელმწიფო და მეორე მხარეს არის ნაცების კორპორაცია. ეს არის მთელი ქართველი ერის პრობლემა.