ერლინგ ჰოლანდი - ადამიანი სასწაული. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით 19 წლის ნორვეგიელი დაუჯერებლად თამაშობს. „დორტმუნდმა“ „კიოლნი“ 5:1 გაანადგურა და ჰოლანდი 65-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.
77-ე და 87-ე წუთებზე კი დუბლი შეასრულა! წინა ტურში სკანდინავიელმა 56-ე წუთიდან ითამაშა „აუგსბურგთან“ და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მოკლედ, ბუნდესლიგაში 5 გოლის გატანას ერლინგმა 57 წუთი მოანდომა! (საწყისი 57 წუთი, რომელიც მოედანზე გაატარა, ჯამში კი, 60 წუთი აქვს ნათამაშები) ეს კი, გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია.
აქამდე ვერავის მოეხერხებინა ასე მოკლე სადებიუტო დროში მეტოქეთა კარის ხუთჯერ აღება, მაგრამ ჰოლანდისთვის შეუძლებელი და მიუღწეველი ალბათ არაფერია. სხვათა შორის, 100%-იანი შედეგიც აქვს - 5 დარტყმა კარში და 5 გოლი...
ცნობისთვის, სეზონის პირველ ნაწილში ნაჩვენებ შედეგებსაც თუ გავითვალისწინებთ, რომელიც ერლინგმა „ზალცბურგში“ გაატარა, შთამბეჭდავ მაჩვენებლებს მივიღებთ: 33 გოლი, 7 პასი და 8 გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე!