როგორი იყო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა 2019 წელს? – საელჩოს ანგარიში

როგორი იყო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა 2019 წელს? – საელჩოს ანგარიში

შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2019 წელს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღსრულებით ორმხრივი პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

– 2019 წელს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მზადყოფნას და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.

– 2019 წელს, საკანონმდებლო დონეზე საქართველოს მხარდამჭერი მაღალი დონის ყურადღება გამოვლინდა მთელი რიგი რეზოლუციებისა და საკანონმდებლო აქტების ორპარტიული დამტკიცებით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი:

– წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ირველი ცალკემდგომი კანონი “საქართველოს მხარდამჭერი აქტი”, რომელიც რუსეთს – დეოკუპაციას და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სრული მხარდაჭერის გაგრძელებას ავალდებულებს;

– 2020 ფისკალური წლის აშშ-ის საბიუჯეტო კანონში (გაერთიანებული აპროპრიაციების აქტი) საქართველოს გაზრდილი დაფინანსება უმაღლეს ნიშნულს, 132,025,000 მილიონს გაუტოლდა.

– 2017 – 2018 წლების კვალდაკვალ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდამჭერი განაცხადი ჩაიდო 2019 წლის საბიუჯეტო კანონსა და აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც.

– აშშ-ის კონგრესი საქართველოს მიიჩნევს როგორც “მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორის” და მხარს უჭერს აქტიურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქართველოს თავდაცვა-უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დახმარების გაზრდის ჩათვლით.

– 2019 წელს საქართველო-აშშ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების შედეგად საქართველოში შეერთებული შტატებიდან $100 მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობით ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

– ასევე, 2019 წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ს კომერციის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა” –  აღნიშნულია საელჩის ინფორმაციაში.

Maverick სად ხარ ყოფილი უსახურო და უგზო-უკვალოდ გემბანიდან ნიჩაბით დასრიალებულო პაატა ზაქარეიშვილო?!
თუ ხედავ, შენ ტყუილებს რა მოკლე ფეხები აქვს?!
4 წლის უკან