მბაპე:

მბაპე: "რეალი"? ახლა პსჟ-ზე ვფიქრობ, შემდეგ ვნახოთ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე მიმდინარე სეზონზეა ორიენტირებული, მაგრამ ზაფხულში არ გამორიცხავს ცვლილებებს. ფრანგის განცხადებით, ახლა მხოლოდ პსჟ-ზე ფიქრობს, მაგრამ შემდეგ „რეალში“ გადასვლას არ გამორიცხავს.

მანამდე, კილიანი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მოგებას გეგმავს.

„ყველა ამაზე საუბრობს, ამაზე საუბრობდნენ მაშინაც, როცა უფრო პატარა ვიყავი. მე ფეხბურთელი ვარ და ვიცი, რომ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა. იანვარია, სატრანსფერო პერიოდი და წარმოიდგინეთ, „რეალზე“ კითხვას რომ ვუპასუხო, რა მოხდება, ეს პსჟ-სთვის კარგი არ იქნება. ახლა პარიზში ვარ და 100%-ით კლუბზე ვარ კონცენტრირებული. მინდა გუნდს განვითარებაში, ბევრი ტიტულის მოგებაში დავემხარო. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, ყურადღება აწმყოზე გავამხვილო, სეზონის ბოლოს კი ვნახოთ რა მოხდება.

მიზანი? მიუწვდომელი ჩანს, მაგრამ ამ წელს ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშები მოგება მინდა, სამი ტიტული ცუდი არ იქნება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს.

„მონაკოში“ გადასვლა? ძალიან რთული იყო 14 წლის ასაკში ოჯახის დატოვება, პირველ წელს ხშირად ვტიროდი, რადგან მარტო ვიყავი და ადვილი არ ყოფილა. მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულით მოვახერხე ამის დაძლევა და ჩემი ოჯახიც ყოველთვის მეხმარებოდა“, - განაცხადა მბაპემ.