ჰაცუ ბაშოს მეთერთმეტე დღე ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმთან დამარცხდა. თერთმეტი ბრძოლის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და 6 მარცხია.
დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად გორგაძეს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება. ტოჩინოშინის მეტოქე ხვალ ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელსაც მიმდინარე სუპერტურნირზე 8 მოგება და 2 მარცხი აქვს.