2014 წლის შემდეგ პირველად - შენგელიას მიღწევა ესპანეთის ჩემპიონატში

2014 წლის შემდეგ პირველად - შენგელიას მიღწევა ესპანეთის ჩემპიონატში

თორნიკე შენგელიამ მადრიდის „რეალთან“ შეუცვლელად ითამაშა და ბუნებრივია, თანამედროვე კალათბურთში ასეთი ფაქტი ხშირად არ ხდება. თუმცაღა, ეს რეალობაა და "ბასკონიას" ქართველმა მძიმე ფორვარდმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ისე ითამაშა, რომ წამიც არ დაუსვენია.

ლიგა ენდესას ვებგვერდის ცნობით, ბოლოს მსგავსი შემთხვევა ესპანეთის ჩემპიონატში 2014 წლის 15 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც პლეი-ოფის ნახევარფინალში „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ შორის, მარსელინიო უერტასმა 40 წუთი დაჰყო პარკეტზე.

ახლა კი, თითქმის 6 წლის შემდეგ იგივე თორნიკემ გააკეთა, რომელმაც „რეალთან“ 16 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, მის მიერ მოპოვებული ბოლო 4 ქულა იყო თამაშის დასკვნით 25 წამში. მათ შორის, ერთ-ერთი ორი ქულა მეტად ეფექტური ჩატენვით მიითვალა.