„დაელოდეთ ფინალს!“

„დაელოდეთ ფინალს!“

„ნუ ჩქარობთ, დაელოდეთ ფინალურ სერიას“, - ასეთნაირად უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას თანამდებობიდან მისი შესაძლო გაშვებისა და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლების შესახებ.


რატომ გახდა წასასვლელი სულ რაღაც 4 თვის წინ დანიშნული გიორგი გახარია და რატომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველაზე ხანმოკლე პრემიერობა ერგება სწორედ გახარიას? თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ლოგიკური კითხვა ჩნდება, რა აზრი ჰქონდა საერთოდ გახარიას გაპრემიერებას, მით უმეტეს, 20 ივნისის შემდეგ? გახდება თუ არა გიორგი გახარია უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი?


ანალიტიკოსების ნაწილი „ქართული ოცნების“ გადარჩენის ერთადერთ გზას იმაში ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა პროცესებზე და ჩაიბაროს პრემიერის თანამდებობა. თუმცა რამდენად ისურვებს პრემიერობას ბიძინა ივანიშვილი, ეს რთული სათქმელია, რადგან არავისთვის დაფარული არ არის, რომ პოლიტიკურად გააქტიურებული ბიძინა ივანიშვილი თავს არაკომფორტულად გრძნობს და ჩრდილიდან ურჩევნია პროცესების მართვა.


რა შემთხვევაში შეიძლება შეელიოს ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას? ამის შესახებ სხვადასხვა ვერსიაა. თამარ კორძაიას აზრით, გახარიამ შესაძლოა, სცადა დამოუკიდებლად რაღაცების გაკეთება. არც ისაა გამორიცხული, გახარიას ჰქონდეს დამოუკიდებელი კავშირები ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რადგან მას იქ აქვს ფესვები, ამიტომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ყველაზე მოკლე ვადაში შეიძლება გაუშვას იგი ივანიშვილმა, არის ის, თუ ივანიშვილი დაკარგავს რწმენას გახარიასადმი და, თუ გახარია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარს გამოავლენს.


აპირებს თუ არა ივანიშვილი თებერვლიდან გახარიას ჩანაცვლებას საკუთარი კანდიდატურით?!


პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოგვევლინება თუ არა ივანიშვილი პრემიერად, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან არჩევნებამდე იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რომ ივანიშვილმა პირდაპირ მსოფლიო ბანკის სეიფები რომ ჩამოიტანოს და დაიწყოს ფულის დარიგება, მაინც ვერაფერს მოახერხებს. ერთადერთი, რაც შეიძლება, ივანიშვილმა პრემიერად დაბრუნების შემთხვევაში გააკეთოს, ეს არის ანტიკორუფციული საქმიანობის დაწყება.


„ქართული ოცნება“ ამ მთავრობას მაინც ვერ შეინარჩუნებს არჩევნებამდე. ჯერ ერთი, მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ წინ აქვს „ქართულ ოცნებას“ - თებერვალი, მარტი, აპრილი. გადასატანი და გადასალახია ეს მძიმე თვეები და მეორეც, „ქართული ოცნება“ რადგან პოზიტიური გეგმით ვერ წარდგება ამომრჩევლის წინაშე, ის შეეცდება, ილუზია მაინც შექმნას, რომ ახალი გუნდის მოსვლა უფრო ენერგიული იქნება. ამიტომ მთავრობის ცვლილებას არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ივანიშვილიც დაბრუნდეს პრემიერად. ერთი წლის წინ იმის მომხრე გახლდით, ივანიშვილი დაბრუნებულიყო და, რომ გადადგა, იმ დროიდან მოყოლებული, სულ იმას ვამბობდი, უნდა დაბრუნდეს ივანიშვილი და მიხედოს საქმეებს, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი, რომ დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.


რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი გახარიას პერსონას, მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისის გამო პოლიტოლოგს საკმაოდ მძიმე შეფასებები დარჩა, იგი აცხადებს, რომ 20 ივნისის ტრაგედია მასობრივ პროტესტში ვერ გადაიზარდა და ეს იმ დღეებშივე გამოჩნდა. უფრო ზუსტად, 20 ივნისის მოვლენებზე მეტად ჩვენს ელექტორატსა და მოსახლეობაზე უარყოფითად იმუშავა იმან, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება უკან წაიღო „ქართულმა ოცნებამ“. ამდენად, 20 ივნისის პროცესებში გახარიას როლზე მეტად „ოცნებას“ საქმე გაუფუჭდა დაპირების უკან წაღების გამო. ასე რომ, გახარიას გამო „ოცნებას“ რაიმე დააკლდა, ან მოემატა, ასე არ არის. პირიქით, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, გახარია და კალაძე „ქართულ ოცნებაში“ გამორჩეული ფიგურები არიან ბოლო 1-2 წლის განმავლობაში. გახარიას შემთხვევაში ეს გამორჩეულობა უკვე აღარ იგრძნობა, მაგრამ ეს 20 ივნისს დაშვებული დიდი შეცდომით არ აიხსნება. უბრალოდ, პოსტია ასეთი, პრემიერ-მინისტრს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ეროვნული ხასიათიც, არსებული ვითარებაც, კომპლექსურად უნდა ხედავდეს პრობლემებს და, ამასთან, უნდა ჰქონდეს მოქმედების თავისუფლება.


„გახარიას, ზოგადად, კომპლექსური ხედვაც აკლია და თავისუფლებაც. ასეთ ვითარებაში, გახარია კი არა, ვინც უნდა დაესვათ პრემიერად, ის საქმეს ვერ გააკეთებდა, უბრალოდ, არ გამოუვიდოდა საქმის კეთება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.


ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ, სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება, რომ გახარიას ივანიშვილი ჩაანაცვლებს, მანამდე ასეთი ინფორმაციის გავრცელება უბრალო სპეკულაციაა. ანალიტიკოსის აზრით, დეზინფორმაციის წყარო ყველასთვის ცნობილია, „ნაცებისგან“ მოდის ასეთი მესიჯები, რათა მოწინააღმდეგის ბანაკში არეულ-დარეულობა შეიტანონ. რეალურად, მთავრობის გამოცვლა წინასაარჩევნო პერიოდში და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, გაუგებარი იქნებოდა.


„არა მგონია, მთავრობის შეცვლის საჭიროება „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს. ნამდვილად არ იგრძნობა ასეთი ვითარება. ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება არაფორმალურ მმართველობაში ერთგვარი მითი და კლიშეა. ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ბევრ ქვეყანაშია ასე და აუცილებელი სულაც არ არის, გინდა თუ არა, პრემიერ-მინისტრს პარტიის მმართველის პოსტიც ეკავოს. ეს თვითონ პარტიის გადასაწყვეტია. ბიძინა რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, ამით ის უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს, რადგან არა მარტო პარტიის ლიდერი იქნება, არამედ ქვეყნის პირველი პირიც, მაგრამ ამ ვითარებაში მას ურჩევნია პასუხისმგებლობა გადაანაწილოს თავისი გუნდის წევრებს შორის. არა მგონია, გახარიას რაიმე პრობლემა შეექმნას უფლებამოსილების განხორციელების თვალსაზრისით. მთავრობა მუშაობს, ცხადია, ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ რაც შეუძლია, იმის ფარგლებში ნამდვილად მუშაობენ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში.


         


 

არაგველი641 ნაცბოზბანდა არ ისვენებს და კატას თხრის!
4 კვირის უკან
tngh ფინალი 2020 წლის ოქტომბერში იქნება და, "ნაც-ოპოზიციის" დიდი ანგარიშით მარცხით დამთავრდება...
4 კვირის უკან
tngh ფინალი 2020 წლის ოქტომბერში იქნება და, "ნაც-ოპოზიციის" დიდი ანგარიშით მარცხით დამთავრდება...
4 კვირის უკან
tngh ფინალი 2020 წლის ოქტომბერში იქნება და, "ნაც-ოპოზიციის" დიდი ანგარიშით მარცხით დამთავრდება...
4 კვირის უკან
tngh ფინალი 2020 წლის ოქტომბერში იქნება და, "ნაც-ოპოზიციის" დიდი ანგარიშით მარცხით დამთავრდება...
4 კვირის უკან
Maverick ნაცბოზბანდის, ლიბერასტების, პედიკების, ასოების და ასოებზე მოხტუნავე ჭურნალისტების ოცნება ჯერ კიდევ ჭყინტი ქართული სახელმწიფოს, ჯერ კიდევ მყიფე არაქართული (მაგრამ მისკენ მიმავალი) დემოკრატიის ჩანასახების ამბოხების გზით ვერ დამხობას არ პატიობს დესტრუქციული ძალა და, დღევანდელი არაქართულად მოაზროვნე გავლენის აგენტი 32 ოპოზიციურ პარტია, მათთან გადამხტარი ჩარეცხილი პოლიტიკანები!
4 კვირის უკან