„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ეშლი იანგი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
34 წლის ინგლისელის კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს შეიცავს. ფეხბურთელის სანაცვლოდ მილანელებმა „იუნაიტედს“ 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. წელიწადნახევრის განმავლობაში ხელფასის სახით ინგლისელი 6 მილიონ ევროს მიიღებს.
ეშლი იანგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. მან „იუნაიტედის“ მაისურით 261 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.