შილტონი:

შილტონი: "მარადონას პატივს არასდროს ვცემ"

პიტერ შილტონი დიეგო მარადონზე ძალიან გაბრაზებულია და არ აპირებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გატანილი გოლი აპატიოს. თითქმის 34 წელი გავიდა არგენტინა - ინგლისის ცნობილი დაპირისპირებიდან და მარადონას ორი ისტორიული გოლიდან.

ერთ-ერთი დიეგომ ხელით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვერ შენიშნა და ჩათვალა. თავად არგენტინელმა ამ ეპიზოდს სახელიც დაარქვა - „ღმერთის ხელი“. ინგლისელთა კარს მაშინ პიტერ შილტონი იცავდა, რომელიც დღემდე გაბრაზებულია მარადონაზე და Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას პატივს არ სცემს.

„მარადონას პატივს არ ვცემ და არ ვაპატიებ. როგორ შემიძლია ეს? ეს არ არის პირადი საქმე. ჩვენი მისი ტყუილის მსხვერპლნი გავხდით.

ჩემი ხელი ბურთთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე დიეგოს თავი. ამიტომაც მას ხელით შეეხო. გამიგია, რომ ამბობდნენ, ის შენზე მაღლა ახტა, ასე არაა, მან უბრალოდ იცრუა.

მარადონამ ეს აღიარა და „ღმერთის ხელი“ დაარქვა... არავითარი ბოდიში, არავითარი სინანული. ხალხს ახლ VAR-თან პრეტენზიები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენთვისაც უნდა ყოფილიყო და ემუშავა“, - თქვა შილტონმა.