უმრავლესობა „Human Rights Watch“–ს წყაროების გადამოწმებას ურჩევს

უმრავლესობა „Human Rights Watch“–ს წყაროების გადამოწმებას ურჩევს

„Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში, რომელშიც 5 გვერდი საქართველოს ეთმობა, აღნიშნულია, რომ საქართველო პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. ასევე აღნიშულია, რომ 20 ივნისში მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა.

ანგარიშის მიხედვით, პასუხისმგებლობის პროცესი მეტწილად ცალმხრივად წარიმართა. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა.

„დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და არსებული შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც მმართველი პარტიისთვის უპირატესად ხელსაყრელია. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია“, – აღნიშნულია ჰიუმან რაითს ვოჩი– ს ანგარიშში.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკულ ანგარიშსს არ ეთანხმება მმართველი გუნდი. უმრავლესობის საპარლამენტო ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწევთ თავიანთი წყაროების კარგად გადამოწმება, რომ კრიტიკის გამო უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ. მისი თქმით, „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ ანგარიშში შეუსაბამობაზე პასუხი უნდა მოსთხოვოს იმას, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა.

„ალბათ, ამ დასკვნის შემდგენს წარმოდგენაც კი არ შეეძლებოდა, რომ მის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში აღიარებდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას. მგონია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მომავალში მოუწევთ თავიანთი წყაროების კარგად გადამოწმება, რათა ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, როგორშიც ვარდებიან კონკრეტული კრიტიკული შენიშვნების გამო.

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ არის ორგანიზაცია, რომელიც კრიტიკისკენ არის მიდრეკილი. პოზიტიურ ნიუსებზე ორიენტირებული არ არის. აკრიტიკებს ძალიან განვითარებული ქვეყნების ბევრ ხელისუფლებას. ეს მისი სტილია, გასაგებია, მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომელსაც ამ ქვეყნების არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები აწვდიან. მათ ერთმანეთში გარკვეული ნდობა აქვთ. როდესაც ამ ნდობას რაღაც საფრთხე შეექმნება, ეს ჩვენს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა აწყობდეთ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას შეფასებით, ასეთი ტიპის ანგარიში მიანიშნებს იმ სექტორებზე, სადაც დამატებითი ყურადღებაა საჭირო. როგორც დეპუტატი აცხადებს, პრობლემა არსებობს, მაგრამ ობიექტურობა ყოველთვის არ არის, გაზვიადებული თემაა, რადგან მისივე თქმით, სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა „ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი ნებისმიერი მეთოდებით გაანულონ“.

„მეტნაკლებად ყველა პრობლემა არსებობს და მთავრობამ ამაზე აქცენტი უნდა გააკეთოს, მაგრამ სამართალდამცველები არ არიან ამ ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემა, თუ რიგითობაზეა საქმე, პრობლემა ნამდვილად არის. სამწუხაროდ, არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და ხელისუფლებაში დაბრუნებას საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებით კი არ ცდილობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი ნებისმიერი მეთოდებით გაანულონ“, – აცხადებს კაკულია.

მისი თქმით, ამ პრინციპს და ვერტიკალს იცნობს და შეუძლია, რამოდენიმე ადამიანი წარმოადგინოს, რა ტექსტით მიიღო მონაწილეობა ამ ანგარიშის ფორმირებაში.

„საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ადამიანები, რომლებიც გარედან ცდილობენ დასაყრდენის მოძიებას, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ერთხელ უკვე არ გამოადგნენ ამ ქვეყანას. ეს გაკვეთილი უნდა გავიგოთ. რაც შეეხება ხელისუფლების შეცდომებს, მიუღწეველ მიზნებს და დაშვებულ უზუსტობებს, რა თქმა უნდა, ამის დანახვა აუცილებელია“, – აცხადებს რომან კაკულიამ.

ოპოზიციაში თვლიან, რომ „Human Rights Watch“–ის ანგარიში შავი ლაქაა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, ძალიან ცალსახად აქვს პოზიცია დაფიქსირებული, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც მოჰყვა დარბევა პოლიციის მხრიდან და, რომ პასუხისმგებლობები განაწილდა არათანაბრად. კაპანაძის განცხადებით, ივანიშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატია უკან მიდის და ეს არ რჩება შეუმჩნეველი პარტნიორების მხრიდან.

„ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ უკვე ყველა აკრიტიკებს ხელისუფლებას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, აშშ–ის კონგრესმენები, ევროპარლამენტარები და უკვე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამომცემლობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის Human Rights Watch. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სერიოზული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული კუთხით არის, არ რჩება შეუმჩნეველი საერთაშორისო ასპარეზზე.

ყველა ის განმარტება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ეს არის ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ მოისყიდა ეს ორგანიზაციები, უბრალოდ სასაცილოა და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ანგარიშში არის ცალსახად საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისის აქცია არ იყო ძალადობრივი, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდებს და ჯამში იყო მშვიდობიანი. მეორეც, იქ არის საუბარი იმაზე, რომ ძალა, რომელიც გამოიყენა პოლიციამ, იყო არაადეკვატური და იყო ძალის გადამეტება.

ანგარიშში საუბარია ყველა იმ სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და არსებობდა წინა წელს, ეს არის კიდევ ერთი ვერდიქტი ივანიშვილისთვის, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატია მიდის უკან და ეს არ რჩება შეუმჩნეველი ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ანგარიშს კითხულობს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს, გაერკვეს, ქვეყანაში რა ვითარებაა ადამიანის უფლებების კუთხით. როგორც სამადაშვილი აცხადებს, ანგარიშში ძალიან დეტალურად არის საუბარი იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი თავისუფალი მედიის თვალსაზრისით, მათ შორის ნიკა გვარამიას საქმეზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ასევე აღნიშნავენ სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ამ გადაწყვეტილებამ რეალურად, ნეგატიური ეფექტი იქონია ქვეყანაში მედია გარემოზე. რაც შეეხება 20 ივნისს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება კვლავ იყენებს ამ მოვლენას პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და მათი სამართლებრივი დევნისთვის.

პირდაპირ არის ანგარიშში საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ხელისუფლების რეაგირება, მათ შორის გამოძიების წარმართვა იყო სრულიად არაადეკვატური. მე არ მიკვირს, რომ ამ ორგანიზაციის ასეთი მძიმე შეფასებებია, რადგან ნიუ–იორკშიც გვქონდა შეხვედრა მათ წარმომადგენელთან და ისინი საკმაოდ მძიმედ აფასებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, დოკუმენტში ასახულია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელზეც ისინი მთელი წლის განმავლობაში საუბრობდნენ. ანგარიშში ძირითადი აქცენტი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე კეთდება. სალაძეს განცხადებით, ანგარიში იმის დასტურია, რომ ყველა საქმის გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს.

„ეს არის მორიგი დემონსტრირება იმის, რომ აუცილებელია, ყველა საქმის გამოძიება ხდებოდეს ობიექტურად და არა რაღაც კონკრეტული შეფასებების ნაწილში, რომელიც შეიძლება ხელისუფლებისთვის იყოს მისაღები. ამდენად, მე არ მაქვს ისეთი მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებული რადიკალური ცვლილება იქნება ამ საქმის გამოძიების პროცესში, თუმცა რეალურად, ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისგან არის, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის გამოწვევა დღესაც“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

romani გია ნოდია, გიორგი კანდელაკი, იგივე ბოკერია, სამადაშვილი, კაპანაძე, რონდელის ფონდი წარმომადგენლები და ა.შ. - ყველაზე ხშირად ეს რესპონდენტები ფიგურირებენ უცხოეთში ინფორმაციის მიმწოდებელთა შორის იმ გამოცემებში, რომელსაც ვეცნობი.
8 თვის უკან
tngh იგივე ორგანიზაციები XX საუკუნის 90-ან წლებში ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დიქტატორად აცხადებდნენ. საბედნიეროდ, დღეს საზოგადოება აღარ ენდობა მათ ანგარიშებს. თვითონ აფასებს პროცესებს...
8 თვის უკან
trampi რომყოველ ორ სიტყვაში ერთხელ მაინც ამათზე ვამბობ ხოლმე ..................... ესენი თავიააანთ უფროსიანად დებილები არიან მეთქი

ბიჯოოოოო......................... სენ რომ იცი იქ ზემოტ ინფორმაციიის მიმწოდებლები ვინც არიან როგორ ეგ ამბავი ასმათ აერ იციააან
8 თვის უკან
trampi რომყოველ ორ სიტყვაში ერთხელ მაინც ამათზე ვამბობ ხოლმე ..................... ესენი თავიააანთ უფროსიანად დებილები არიან მეთქი

ბიჯოოოოო......................... სენ რომ იცი იქ ზემოტ ინფორმაციიის მიმწოდებლები ვინც არიან როგორ ეგ ამბავი ასმათ აერ იციააან
8 თვის უკან
trampi რომყოველ ორ სიტყვაში ერთხელ მაინც ამათზე ვამბობ ხოლმე ..................... ესენი თავიააანთ უფროსიანად დებილები არიან მეთქი

ბიჯოოოოო......................... სენ რომ იცი იქ ზემოტ ინფორმაციიის მიმწოდებლები ვინც არიან როგორ ეგ ამბავი ასმათ აერ იციააან
8 თვის უკან
trampi რომყოველ ორ სიტყვაში ერთხელ მაინც ამათზე ვამბობ ხოლმე ..................... ესენი თავიააანთ უფროსიანად დებილები არიან მეთქი

ბიჯოოოოო......................... სენ რომ იცი იქ ზემოტ ინფორმაციიის მიმწოდებლები ვინც არიან როგორ ეგ ამბავი ასმათ აერ იციააან
8 თვის უკან
trampi რომყოველ ორ სიტყვაში ერთხელ მაინც ამათზე ვამბობ ხოლმე ..................... ესენი თავიააანთ უფროსიანად დებილები არიან მეთქი

ბიჯოოოოო......................... სენ რომ იცი იქ ზემოტ ინფორმაციიის მიმწოდებლები ვინც არიან როგორ ეგ ამბავი ასმათ აერ იციააან
8 თვის უკან
trampi ერიჰააააა ..... ეს რეეები ხდება?????

რომან


ყოველ ორ სიტყვაში ერთხელ მაინც ამათზე ვამბობ ხოლმე ...............ესენი თავიააანთ უფროსიანად მართლა დებილები არიან მეთქი....
ჰოოოოოოოოოოოოოდა ესენი მართლა დებილებ ი

ბიჯოოოოო......................... შენ რომ იცი ,,იქ .... ზემოთ,,,,,, ინფორმაციიის მიმწოდებლები ვინც არიან .....როგორ ეგ ამბავი ამათ არ იციააან???
და თუ იციან........მაგ კანდელაკების კონტრაას ესენი ვერ ახერეხეეეებენ??
ვერაააააა ??
ჰოოოოოოოდა ......ვსოოოო...................... გადავწყვიტე............................ მე უნდა ვისწავლო ინგლისური დ ეგენი მე უნდა დავკერო ....................ვამჩენევ სხვა გზა არააა (ტემ ბოლე ეგ საქმე მეხერხება)
1
8 თვის უკან