ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მარცხით დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ქართველი მებრძოლის მეტოქე შოჰოძანი იყო, რომელთანაც მანამდე უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული 18 შეხვედრიდან 13-ჯერ ტოჩინოშინმა გაიმარჯვა.
თუმცა ამჯერად შოჰოზანი ქართველ სუმოისტზე ძლიერი აღმოჩნდა და ის დოჰიოდან გაიყვანა.
13 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე ონოშო იქნება.