გერმანიის ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. პოლონელმა ავტორიტეტული გამოცემა კიკერის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ხმების 44.7% დააგროვა, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ ტიმო ვერნერს (14.5%) დიდი უპირატესობით აჯობა.
მესამე პოზიციაზე „დორტმუნდის“ თავდამსხმელი ჯეიდონ სანჩო გავიდა. საუკეთესო მეკარედ კი „გლადბახის“ კარის დარაჯი იან ზომერი დასახელდა - ხმების 38.9%-ით.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 17 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლის გატანა მოახერხა.