„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრა შეაფასა, რომელშიც „ლივერპულმა“ „ლესტერი“ სტუმრად 4:0 გაანადგურა.
„ამ შესანიშნავმა წარმოდგენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა „ლივერპულის“ რეალური ძალა. ისინი სულ უფრო და უფრო აუმჯობესებენ თამაშს და დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოები არიან.“ - დაწერა კარაგერმა თავისი ტვიტერის გვერდზე.
იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და 52 ქულით ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ახლა ისინი უშუალო კონკურენტს 13 ქულით უსწრებენ.
კვირას, 29 დეკემბერს, „ლივერპული,“ მორიგი ტურის მატჩში „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლებს. თბილისის დროით შეხვედრა 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.