შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დაბრუნება გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
მისი ცნობით, 38 წლის ფორვარდი ლომბარდიულ კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. კერძოდ, იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი 6 თვეზე, 2020 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი, თუმცა მხარეებს მისი ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნებათ.
ამჟამად უკლუბოდ მყოფი იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა. მისი ბოლო კლუბი „ლოს-ანჯელეს გელაქსი“ იყო, რომლის რიგებშიც მან ბოლო სეზონის 31 მატჩში 31 გოლი გაიტანა.