„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა თანაგუნდელის, ლიონელ მესის შესახებ.
„შესაძლოა, მესის მსგავსი ფეხბურთელი ვეღარასდროს ვიხილოთ. ან მსგავსი 40 წლის შემდეგ გამოჩნდეს. ჩვენ - მისი პარტნიორები, დიდ სიამოვნებას ვიღებთ მასთან თამაშისას და ვარჯიშების დროს. ის აბედნიერებს მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს. ბურთით ისეთ სასწაულებს სჩადის, გაოგნებულნი ვუცქერთ.“ - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Sport.es.