ჟეზუსი: „აგუერო უკვე ასაკშია, ჩემი დრო მოვიდა“

ჟეზუსი: „აგუერო უკვე ასაკშია, ჩემი დრო მოვიდა“

„მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, გავბრიელ ჟეზუსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დროა, გუნდის მთავარი თავდამსხმელი გახდეს.

„როცა „სიტიში“ გადმოვედი, ბევრს ვთამაშობდი. ამისათვის მოვედი აქ. თუმცა აგუეროს გაცილებით მეტი სათამაშო დრო ეძლეოდა.

ვიცი, რომ სერხიო კლუბის ლეგენდაა, საუკეთესო მეგოლე და უბრალოდ კარგი ადამიანი. დიდ პატივს ვცემ. მას. პრაქტიკულად ყველა მატჩში შეუძლია გატანა. მაგრამ უკვე ასაკშია და ვფიქრობ, ახლა ჩემი ჯერი დადგა.“- ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს BT Sport.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ჟეზუსმა „სიტის“ მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.