ჟურნალმა Forbes ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა.
სიის პირველ ადგილზე მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მოხვდა. Forbes-ი მის ქონებას 915 მილიონ დოლარად აფასებს. მეორე და მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ (800 მილიონი დოლარი) და ლიონელ მესი (750 მილიონი დოლარი) იკავებენ.
ათეულში მოხვდნენ: კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, გოლფის მოთამაშეები ტაიგერ ვუდსი და ფილ მიკელსონი, მოკრივე მენი პაკიაო, კალათბურთელი კევინ დიურანტი და ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰამილტონი.