„ინდიანამ“ ჩემპიონ „ტორონტოს“ ბითაძის გარეშე მოუგო

„ინდიანამ“ ჩემპიონ „ტორონტოს“ ბითაძის გარეშე მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში, „ინდიანა პეისერსმა“ ლიგის მოქმედ ჩემპიონ „ტორონტო რეპტორსს“ დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 120:115 მოუგო. „ინდიანას“ ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე, პარკეტზე არ გამოჩენილა.

ინდიანელთაგან საუკეთესო ტი ჯეი უორენი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა, 8 ჩაჭრა შეასრულა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში „ინდიანა“ ისევ მე-6 ადგილზე რჩება.