გამოცემა Sportingintelligence-მა დაასახელა საფეხბურთო კლუბები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია.. პირველ ადგილს "ბარსელონა" იკავებს, სადაც საშუალო წლიური ხელფასი 12 284 555 დოლარია, ხოლო საშუალო კვირეული ხელფასი 236 241 დოლარი.
მეორე ადგილზე "რეალია" - წლიური ანაზღაურება 11 154 692 დოლარი, ხოლო კვირაში ანაზღაურება 214 513 დოლარი.
მესამე ადგილს "იუვენტუსი" იკავებს, სადაც წლიური ანაზღაურება საშუალოდ 10 106 647 დოლარია, ხოლო კვირაში საშუალო ანაზღაურება 194 359 ლარი.
რეიტინგების შედგენისას გათვალისწინებული იყო გუნდის მოთამაშის საშუალო ანაზღაურება, მხოლოდ პრემიების გამოკლებით.