ცნობილი მომღერლის მადონას შეყვარებულის აჰლამალიკ უილიამსის მშობლები წყვილის რომანს ეხმიანებიან. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
როგორც ცნობილი გახდა, 61 წლის მადონა 25 წლის მოცეკვავეს უკვე 1 წელია ხვდება, უილიამსმა კი ის თავის მშობლებს გააცნო.
ბიჭის დედის თქმით, მათი სიყვარული შესაძლოა ქორწინებამდეც მივიდეს, მამა კი ამბობს, რომ მადონამ მშობლებს პირობა მისცა, რომ მათ შვილზე იზრუნებს. ამასთან ცნობილი გახდა, რომ მომღერალი თავისი ბოიფრენდის დედ-მამაზე უფროსია.