ამერიკელი მწერალი ჯოანა ლინდსეი გარდაიცვალა. ის 67 წლის იყო. ამის შესახებ Sun-ი წერს.
ლინდსეი ფილტვების კიბოთი იყო დაავადებული. როგორც გაირკვა, მწერალი ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გარდაიცვალა, თუმცა მისმა ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა.
ჯოანა ლინდსეი ცნობილია, როგორც ისტორიული რომანების ავტორი. მსოფლიოში მისი ნაწარმოებების 60 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.